jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: რესტორნის მენეჯერი
მომწოდებელი: დრიმლენდ ოაზისი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის.

კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

** https://www.linkedin.com/company/4870928/admin/
** https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage
** https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/


კომპანია აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი - სრული
სამუშაო ადგილი - ჩაქვი

უშუალო ხელმძღვანელი - კვების და სასმელების დეპარტამენტის დირექტორი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** რესტორნის მენეჯერის კოორდინირების ქვეშ არსებული სარესტორნო ობიექტების მართვა
** გუნდის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღება და შემდგომ ყოველდღიური მართვის უზრუნველყოფა კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად
** გაყიდვების ზრდასთან და სერვისის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხების ინიცირება
** ეფექტური კომუნიკაცია კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან
** მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა
** დაქვემდებარებული თანამშრომლების პერიოდული დატრენინგება და შეფასება
** ბიუჯეტის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება
** ნაშთების და გეგმის შესრულების მონიტორინგი.
** სტუმრების შეკითხვებზე, საჩივრებზე სწრაფი და პროფესიონალური რეაგირება;
** რესტორანში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების დაცვა;
** პოზიტიური სამუშაო გარემოს შექმნა, რაც ხელს უწყობს გუნდურ მუშაობას, პროფესიონალიზმს და პერსონალის ზრდას

საჭირო კვალიფიკაცია, ცოდნა, თვისებები & უნარები:

** გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი დიდ რესტორნებში;
** საბანკეტო ღონისძიებების მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** HACCP-ის სტანდარტების ცოდნა;
** სასურველია პროგრამა FMG-ის კარგად ცოდნა
** რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართული კომუნიკაციის უნარი.
** სავალდებულოა თანამშრომელს ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა, გუნდურად მუშაობის უნარი, დროის მართვის უნარი, იყოს ემპათიური, მიუკერძოებელი და სამართლიანი.

შერჩევის ეტაპები:

1. განაცხადების გადარჩევა;
2. გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dreamland.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "რესტორნის მენეჯერი"

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "დრიმელნდ ოაზისი" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |