jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სადაზღვევო და საგარანტიო მენეჯერი
მომწოდებელი: სკანდინავიან ავტო თეგეტა
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 28 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

"თეგეტაში" ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" შვილობილი კომპანია "სკანდინავიან ავტო თეგეტა" Volvo-ს ბრენდის სახელით აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** მომხმარებლებთან კომუნიკაცია როგორც, სადაზღვევო ხელშეკრულებების ფარგლებში, ისე საგარანტიო მიმართულებით;
** ავტომობილის გარეგანი დათვალიერება, პირველადი შეფასების უზრუნველყოფა, საგარანტიო შემთხვევების დადგენა - ქარხნული დეფექტებისა და დაზიანებების იდენტიფიცირება, განფასების შედგენა;
** ტექნიკურ გუნდთან კოორდინაცია - შესაბამისი კომპეტენციების მქონე თანამშრომლების პროცესებში ჩართვის უზრუნველყოფა, პრობლემური შემთხვევების ანალიზი და მიმართულების მიცემა;
** იდენტიფიცირებული საჭიროებების მიხედვით შესაბამისი დოკუმენტების წარმოება;
** საგარანტიო ხარისხის, შეკეთების ვადების განსაზღვრა და ვადების კონტროლი;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია ავტომობილის შეკეთების ყველა ეტაპზე ავტომობილის ჩაბარებამდე;
** საგარანტიო მომსახურების სისტემის შექმნა და მართვა, საგარანტიო დეტალების საჭიროების იდენტიფიცირება და შეკვეთა;
** საგარანტიო ხარჯების შემცირებისა და მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდის უზრუნველყოფა;
** რიქოლებისა და სხვადასხვა პროდუქტთან დაკავშირებული მითითებების აღსრულების კოორდინაცია;
** რეპორტინგის წარმოება უშუალო ხელმძღვანელთან.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საავტომობილო სფეროში;
** სერვისის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office მაღალ დონეზე ცოდნა.

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-cars/detail-view?vacancyId=1232

"თეგეტა ჰოლდინგში" თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |