სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭი-ტა" 1996 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე. მისი პროდუქცია გამოირჩევა ხარისხის ნიშნით, ხოლო მომსახურება - პროფესიონალიზმითა და მომხმარებლისადმი კეთილგანწყობით. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს თანამშრომლების მოტივირებას, მათ პროფესიულ ზრდასა და გუნდურ მუშაობას.
სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "ჭიტა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი N19
სამუშაო გრაფიკი: 09:30-18:30
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა, რაც გულისხმობს კომპანიის ოპერაციების ზუსტი, დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოებას;
** კომპანიის დებიტორებთან, კრედიტორებთან, საფინანსო დაწესებულებებთან, აუდიტორებთან, საგადასახადო ორგანოებთან და სხვ. ურთიერთობების და შესაბამისი ქმედებების განხორციელება;
** საგადასახადო და სხვა ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულება;
** დადგენილ ვადებში საბუღალტრო ანგარიშების შედგენა, საგადასახადო დეკლარაციების წარმოება და წარდგენა შესაბამის მარეგულირებელ ორგანოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის მართვის სფეროში, ფინანსები, აღრიცხვა, აუდიტის მიმართულებით
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია საბუღალტრო პროგრამების, Fina-ს ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.
დამატებითი უნარები:
** პუნქტუალური, მოწესრიგებული, დისციპლინირებული;
** იდეების სრულყოფილად ჩამოყალიბებისა და გადმოცემის უნარი;
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი;
** ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ.მისამართზე: hr-@chita.ge და subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 20 მაისი.
გისურვებთ წარმატებას!