jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კვლევის ხელშეწყობისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

"შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას კვლევის ხელშეწყობისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

სამსახურის მიზნებია:

** უნივერსიტეტში კვლევითი (ფუნდამენტური და გამოყენებითი) საქმიანობის ხელშეწყობა;
** აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების დახმარება - კვლევით საქმიანობაში, პროექტების შემუშავების პროცესში საჭირო უნარების განვითარებასა და რესურსებთან წვდომაში;
** უნივერსიტეტში განხორციელებული კვლევის შედეგების ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე წარმოჩენა;
** ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტებთან ერთად ინსტიტუციური და კვლევითი/საგრანტო პროექტების შემუშავება/განხორციელება;
** უნივერსიტეტის კვლევითი პოტენციალის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა;
** უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევისა და პროექტების პოლიტიკის მართვა;
** კვლევის დაფინანსების შიდა საუნივერსიტეტო სისტემის დანერგვა, ამოქმედება და გამართულად მართვა;
** პროექტების დაფინანსების წყაროების მოძიების მიზნით, სამსახურის აქტიური თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო ფონდებთან, სააგენტოებთან და ცენტრებთან;
** ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციებისა თუ სიმპოზიუმების ორგანიზება-ჩატარებაში სკოლების/კვლევითი ცენტრების მხარდაჭერა;
** სამსახურის ჩართულობა პარტნიორ უნივერსიტეტებთან და დაწესებულებებთან კონტაქტების დამყარებაში, ადმინისტრირების პროცესში, საპროექტო წინადადებების წერასა და განხორციელებაში;

სამუშაო აღწერილობა:

** სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიზნების, ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
** ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის თანამშრომლებს შორის და განსაზღვრავს მათი საქმიანობის მიმართულებებს;
** ჩართულია უნივერსიტეტის სტრატეგიული და/ან სამოქმედო გეგმის შემუშავებაში და უზრუნველყოფს მათ განხორციელებას;
** ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის კვლევის პოლიტიკის შესრულებას;
** ურთიერთობს სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
** კონსულტირებას უწევს უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს/ თანამშრომლებს / სტუდენტებს ეროვნულ და საერთაშორისო კვლევით-საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის პროცესში;
** კონსულტირებას უწევს უნივერსიტეტის თანამშრომლებს/სტუდენტებს შესაბამის სახელმწიფო დაფინანსების პროგრამების თაობაზე;
** უზრუნველყოფს სამეცნიერო პროექტების ერთიანი ბაზის შექმნას და მართვას;
** ორგანიზებას უწევს საუნივერსიტეტო კვლევებისა და სამეცნიერო ნაშრომების გამოცემას;
** მონაწილეობს საუნივერსიტეტო დაფინანსების ფარგლებში მიმდინარე კვლევების მონიტორინგის პროცესში;
** ზედამხედველობს სამსახურის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
** წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ პრორექტორს კვლევით დარგში;
** წარმოადგენს სამსახურს უნივერსიტეტის მართვის ორგანოებთან, საგანმანათლებლო ერთეულებთან/ინსტიტუტებთან და სხვა სამსახურებთან;
** კოორდინაციას უწევს სამსახურის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს;
** ორგანიზებას უწევს სამსახურისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას;
** კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას იღებს ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესში;
** უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე, კვლევით დარგში პრორექტორის დავალებით, მონაწილეობას იღებს სხვადასხვა პროექტების შემუშავება/განხორციელებაში;
** სამსახურის საქმიანობის სრულყოფილად და უწყვეტად განხორციელების მიზნით მოქმედებს სამსახურის ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა მითითებების შესაბამისად;
** ჩართულია სამსახურის ბიუჯეტის მომზადების პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ან მომიჯნავე მიმართულებით;
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

უნარები:

** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** დელეგირებისა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
** შემჭიდროებულ ვადებში და კომპლექსურ გარემოში მუშაობის უნარი.

სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 09:00სთ-დან 18:00სთ-მდე ან 08:30სთ-დან 17:30სთ-მდე (შესვენება 13:00-14:00 საათი).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@ibsu.edu.ge

გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "კვლევის ხელშეწყობისა და პროექტების მართვის სამსახურის უფროსი" ელექტრონული ფოსტის სათაურის გრაფაში.

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 25 მაისის ჩათვლით.

წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.
გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |