jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ხარისხის სპეციალისტი
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის მფლობელია "Majid Al Futtaim Retail", რომელიც სავაჭრო ცენტრების, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში.

"კარფურის" მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

"კარფური" როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური კაპიტალის მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს უმაღლესი ფასეულობა ადამიანური კაპიტალია. კომპანია შერჩევის კრიტერიუმებსა და დასაქმების პირობებზე თითოეულ კანდიდატს აძლევს თანაბარ შესაძლებლობას და ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია - კარფური" ამჟამად გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების ახალ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას ხარისხის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის ახალ ფილიალებში დანერგვა და კონტროლი;
** HACCP საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის დანერგვა და კონტროლი;
** რეგულარული ვიზიტები კარფურის ფილიალებში;
** მაღაზიისთვის სურსათის უვნებლობის აუდიტების ჩატარება, დაფიქსირებულ შეუსაბამობებზე მაღაზიასთან ერთად მაკორექტირებელი ქმედებების გეგმის განსაზღვრა, კონტროლი;
** პერსონალისთვის სურსათის უვნებლობის მოთხოვნების შესახებ ტრენინგების ჩატარება;
** მაკონტროლებელი ორგანიზაციების და კონტრაქტორი კომპანიების (მაგ. დერატიზაცია-დეზინსექცია, ლაბორატორია) ვიზიტებზე დასწრება, რეკომენდაციების გათვალისწინება და მაღაზიასთან ერთად მაკორექტირებელი გეგმის დასახვა, კონტროლი;
** ხარისხისა და ჰიგიენის დეპარტამენტში განაწილებული მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება და/ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი აგრარული მიმართულებით (მაგ. სურსათის მეცნიერება, სასურსათო პროდუქტების ტექნოლოგია), ან დაკავშირებული მეცნიერების (მაგ. მიკრობიოლოგია და სხვ.) დარგებში;
** სურსათის უვნებლობის, ჰიგიენის ან ვეტერინარიის სფეროში მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
** Microsoft office-ის საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
** სურსათის უვნებლობის სფეროში ტრენინგი ჩაითვლება უპირატესობად;
** მართვის მოწმობა და მანქანის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტაცია;
** შედეგებზე ორიენტაცია;
** სამუშაოების ორგანიზების უნარი;
** სამუშაოების შესრულების ვადების კონტროლი და დროის მართვის უნარი;
** მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობის გრძნობა.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com

წერილის თემის გრაფაში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ხარისხის სპეციალისტი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაზიარებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიას" მიერ (ს/ნ.: 404923749; იურ. მის.: ქ. თბილისი, ვაკე-საბურთალოს რაიონი, დიღმის სასწავლო საცდელი მეურნეობის ტერიტორია) მათ შორის, უფლებამოსილი პირის (შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს"; 240254; მის.: საფოსტო ყუთი 22797, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საემიროები) მეშვეობით, საერთაშორისო სტანდარტებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია, დასაქმების მსურველი პირის არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და დარეზერვდეს სხვა შესაფერისი ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) შენახვის ვადა განისაზღვრება ერთი წლით. სააპლიკაციო ფორმის მეშვეობით მონაცემთა გაზიარების შემთხვევაში, სავალდებულოა ყველა ველის შევსება. არასრული შევსების შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: recruitment-geo@mafcarrefour.com;ინფორმაციის (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა) გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას ზემოაღნიშნულზე. შპს "მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია" დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |