jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სისხლის ან საერთო სპეციალიზაციის ადვოკატის ასისტენტი
მომწოდებელი: თანასწორობის მოძრაობა
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის მოძრაობა" 2011 წლიდან აქტიურად მუშაობს კვლევითი, აკადემიური, ადვოკატირების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. მისი მიზანია ლგბტქ+ თემის საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია, მათთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური და სექსისტური განწყობების შემცირება. ორგანიზაცია სამიზნე აუდიტორიას სთავაზობს იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის უფასო კონსულტაციებს. ასევე, აივ-ტესტის, სელფ-ტესტის, პრეპის და პეპის პროგრამებს.

"თანასწორობის მოძრაობა" აცხადებს ვაკანსიას სისხლის ან საერთო სპეციალიზაციის ადვოკატის ასისტენტის პოზიციაზე.

იურისტის ასისტენტის საქმიანობა მოიცავს: ადვოკატის სერვისის მიწოდება ლგბტ ადამიანების დისკრიმინაციის და სიძულვილით მოტივირებული ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, სამართლებრივი მომსახურების გაწევა ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და სისხლის სამართლის საკითხებზე. პროექტის ფარგლებში, სამართლებრივი მომსახურება განხორციელდება სამი ძირითადი საშუალებით: 1. კონსულტაციების სისტემა, რომელიც, მათ შორის, მოიცავს საველე კონსულტაციებს; 2. სამიზნე ჯგუფის უფლებების დაცვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, გამოძიებასა და სამივე ინსტანციის სასამართლოს წინაშე; 3. ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობის მიღება სტრატეგიული მნიშვნელობის საქმეების მომზადებაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ინსტრუმენტების წინაშე წარსადგენად.

სამუშაო ადგილი: თბილისი
დატვირთვა: სრული
სამუშაო კონტრაქტის ხანგრძლივობა: 8 თვე (გაგრძელების პერსპექტივით)
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი)
ხელფასი: 2650 ლარი (საშემოსავლო და სავალდებულო საპენსიო შენატანის ჩათვლით)
სამუშაოს დაწყების თარიღი: 2024 წლის, 1 მაისი

ძირითადი მოვალეობები:

** პროექტის ბენეფიციარებისთვის უფასო, იურიდიული კონსულტაციის გაწევა ოფისსა და საველე კონსულტაციებზე;
** პოლიციის, პროკურატურის, სახალხო დამცველის და სხვა შესაბამის საგამოძიებო და ადმინისტრაციულ ორგანოების, ასევე სასამართლო უწყებების წინაშე ბენეფიციართა ინტერესების დაცვა;
** პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, საქმეების რეგულარულად დამუშავება, მათი დოკუმენტირება და კატეგორიზაცია;
** სხვადასხვა პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის თუ სახელმწიფო უწყების შეხვედრებსა და დიალოგებში აქტიური მონაწილეობა;
** პროექტის განმავლობაში იურისტები პროექტის ხელმძღვანელთან ერთად შეარჩევენ ერთ სტრატეგიულ საქმეს, რომელსაც აწარმოებენ საქართველოს საერთო სასამართლოებში, უზენაეს სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოში ან/და ევროპულ ადამიანის უფლებათა სასამართლოში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება, (პრიორიტეტი მიენიჭება, მაგისტრის ხარისხის მქონე კანდიდატებს)
ადვოკატის სტატუსი სისხლის სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით;
** პროფესიით (სისხლის სამართლის კუთხით) მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის რწმენა;
** ლგბტ საკითხებისადმი მგრძნობელობა;
** შრომის დისციპლინა, სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი და გუნდური მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

დამატებითი საქმიანობები: საჭიროების შემთხვევაში ადმინისტრაციის დავალებით თანამშრომელს შესაძლოა დაეკისროს დამატებითი ვალდებულებები - ტრენინგებში, სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობა, როგორც ქვეყანაში, ასევე ქვეყნის გარეთ, ოფიციალურ და არაფორმალურ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება, ახალი პროექტის დაგეგმვასა და შექმნაში მონაწილეობის მიღება, მივლინებით გამგზავრება საქართველოს რეგიონებში.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ აპლიკაცია გამოაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@equality.ge დოკუმენტების გამოგზავნისას, გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგნის გრაფაში მიუთითოთ: ვაკანსია იურისტის ასისტენტის პოზიციაზე.

აპლიკაცია უნდა შედგებოდეს შემდეგი დოკუმენტებისგან:

** რეზიუმე (СV);
** სამოტივაციო წერილი;
** საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრის მოწმობა;
** ორი რეკომენდატორის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ პირის სამუშაო ან საგანმანათლებლო უნარ-ჩვევები.

ყველა დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულოა. აპლიკაცია არ განიხილება რომელიმე დოკუმენტის არარსებობის შემთხვევაში.

დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ, "თანასწორობის მოძრაობა" მხოლოდ არჩეულ კანდიდატებთან მოაწყობს გასაუბრებას.

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ

ააიპ "თანასწორობის მოძრაობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერტიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |