"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური კაპიტალის ადმინისტრირების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
ჰოსპიტლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: https://www.ahtbilisi.com.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პერსონალის მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის ადმინისტრირება, პერსონალის მონაცემების ელექტრონულ პროგრამაში რეგისტრაცია;
** პერსონალის მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება/წარმოება კანონმდებლობის, ჰოსპიტლის სტანდარტებისა და პროცედურების შესაბამისად;
** შვებულების, საავადმყოფო ფურცლის და დასწრების პროგრამული ადმინისტრირება;
** თანამშრომლებთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა პერსონალის მართვასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;
** პერსონალის შერჩევის პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა;
** პერსონალისათვის ტრენინგების ორგანიზების პროცესის ტექნიკური მხარდაჭერა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის მართვის, შრომის ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების ან სხვა შესაბამისი სპეციალობით
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 6 თვიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა B2 ან C1 დონე
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის საუკეთესო უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** გაწონასწორებულობა და სწრაფი რეაგირების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** განვითარებაზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** კონფიდენციალურობის დაცვის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ahtbilisi.com. აუცილებელია მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.