jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: იბერი+
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

ფარმაცევტული კომპანია "იბერი+" და "იბერიფარმა+ " აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

ლოკაცია: ქ. თბილისი, მუხიანი ავეტიკ ისააკიანის ჩიხი 4
სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე, 10:00-18:00 სთ.
ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით

ფუნქციები და მოვალეობები:

** კომპანიაში ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებთან, მოქმედ ადგილობრივ კანონმდებლობასთან და ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, კონტროლი და ანალიტიკა;
** საბუღალტრო გატარებების წარმოება;
** ხელფასების, ბონუსების, აღრიცხვა
** ყოველთვიური/წლიური დეკლარაციების ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და წარდგენა შესაბამის სამსახურში.
** დებიტორების კონტროლი;
** საბანკო ოპერაციების ასახვა პროგრამაში, გადარიცხვების განხორციელება;
** პირველადი დოკუმენტაციის მომზადება (ხელშეკრულებები, ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები) - წარმოება და დაარქივება;
** დროული და ჯეროვანი ანგარიშსწორება მომწოდებლებთან, კომპანიის თანამშრომლებთან სახელფასო მიმართულებით და საგადასახადო ორგანოებთან;
** თვის/წლის დახურვის პროცესების კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება პოზიციის გათვალისწინებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ცოდნა:

** აუცილებელია პროგრამა APEX - ში მუშაობის გამოცდილება.
** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში ან მონათესავე სფეროში;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.
** კომპიუტერული საოფისე და საბუღალტრო პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგად ცოდნა.
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა

სასურველი უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
** მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დროის მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის და გუნდის კოორდინირებულად მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ.ფოსტის მისამართზე: hr@iberiplus.ge და subject ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |