jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტენდერი მარკეტინგული კამპანიის შესამუშავებლად
მომწოდებელი: ალტერნატივა ჯორჯია
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 14 მაისი

ა (ა)იპ დამოკიდებულების კვლევითი ცენტრი "ალტერნატივა ჯორჯია" იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ ორგანიზაციებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, მარკეტინგული კამპანიის შექმნის მიზნით.

ტენდერი ცხადდება "ისუნთქე საქართველო: მოწევის შეწყვეტის ციფრული ტრანსფორმაცია Adiquit-ით" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ჩეხეთის რესპუბლიკისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი დაფინანსებით, "Czech UNDP Challenge Fund 2023" პროექტის ფარგლებში.

კომპანია და მისი საქმიანობა: ალტერნატივა ჯორჯია დაფუძნდა 2004 წელს. ჩვენი მისიაა დამოკიდებულების სფეროში მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკისა და პროგრამების მხარდაჭერა. ამ მისიის შესასრულებლად ვახორციელებთ კვლევებს, საგანმანათლებლო პროგრამებს და ჩართულები ვართ ადვოკაციაში.

პროდუქტი: Adiquit პიონერი ციფრული ჯანდაცვის კომპანიაა, რომელმაც მოწევის შეწყვეტის ინოვაციური პლატფორმა წარადგინა საქართველოში. აღნიშნული ინიციატივის მიზანია, მისცეს ადამიანებს ნიკოტინზე დამოკიდებულების დაძლევის შესაძლებლობა პერსონალიზებული, ხელმისაწვდომი და კულტურულად ადაპტირებული გადაწყვეტილებების შეთავაზებით. მომხმარებელზე ორიენტირებულ დიზაინზე და უწყვეტ ინოვაციებზე ფოკუსირებით, Adiquit-ის მისიაა პოზიტიური გავლენა იქონიოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის შედეგებზე.

მიზნები და ამოცანები: გვსურს, დავგეგმოთ 4 თვიანი მარკეტინგული კამპანია (ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით) Adiquit აპლიკაციის პოპულარიზაციის და მის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.

წარმოდგენილი განაცხადი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

** ნათლად უნდა ჩანდეს როგორ შეუწყობს ხელს წარმოდგენილი განაცხადი აპლიკაცია "Adiquit" შესახებ საზოგადოების ინფორმირებას და ცნობიერების ამაღლებას, მათ გადასაჭრელად წარმატებული ადვოკატირების კამპანიის/კამპანიების წარმოებას;
** საკითხის გადასაჭრელად შემოთავაზებული მარკეტინგული კამპანიის სამოქმედო გეგმა უნდა იყოს ნათლად სტრუქტურირებული, კონკრეტული და რეალისტური;
** დაგეგმილი სოციალური მედია მარკეტინგის აქტივობები უნდა იყოს ხარჯთეფექტური და თან უნდა ერთოდეს დეტალური ხარჯთაღრიცხვა;

სამიზნე აუდიტორია:

** საქართველოში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც ეწევიან ნიკოტინის შემცველ პროდუქტებს და ცდილობენ მოწევისთვის თავის დანებებას;
** პირები, რომელთაც სიგარეტის მოწევის შეწყვეტა სურთ: ადამიანები, რომლებსაც უნდათ თავი დაანებონ მოწევას ან წარსულში ცდილობდნენ თავის დანებებას, მაგრამ მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა;
** ჯანდაცვის პროფესიონალები: ექიმები, ექთნები, ფსიქოლოგები, მრჩევლები და სხვა ჯანდაცვის პროფესიონალები, რომლებიც მონაწილეობენ მოწევის შეწყვეტის პროგრამებში, რომლებსაც შეუძლიათ რეკომენდაცია გაუწიონ ან მიაწოდონ ინფორმაცია პაციენტებს Adiquit აპლიკაციის, როგორც დამატებითი ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ;
** საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინიციატივების მხარდამჭერები: ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის და კეთილდღეობის ხელშემწყობ ინიციატივებს, მათ შორის ორგანიზაციები, საადვოკაციო ჯგუფები და ასევე პირები, რომლებიც მხარს უჭერენ მოწევის გავრცელების შემცირებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის შედეგების გასაუმჯობესებლად შექმნილ ინიციატივებს.

საკომუნიკაციო არხები: ალტერნატივა ჯორჯიას სოციალური მედია არხები - ფეისბუქი, ინსტაგრამი, Youtube, TikTok;

განსაკუთრებული მოთხოვნები: გვსურს, რომ აღნიშნული მარკეტინგული კამპანიის განმავლობაში შეიქმნას ალტერნატივა ჯორჯიას ინსტაგრამ და TikTok გვერდები, სადაც ასევე აქტიურ რეჟიმში მოხდება Adiquit აპლიკაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელება და მისი პოპულარიზაცია.

დასკვნა: კომპანიისგან და სოციალური კამპანიისგან გვაქვს მოლოდინი, რომ საბოლოო ჯამში გვეყოლება მინიმუმ 1, 500 მოზიდული მომხმარებელი, რომელიც გამოიყენებს Adiquit აპლიკაციას.

სატენდერო განაცხადების წარდგენის პროცედურები

სატენდერო განაცხადების წარდგენა ხდება ქართულ ენაზე. განაცხადები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: administrator@altgeorgia.ge. გთხოვთ, ელ.ფოსტის გამოგზავნისას დასახელებაში აუცილებლად მიუთითოთ "სატენდერო განაცხადი".

სატენდერო კონკურსში მონაწილე ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
სატენდერო განაცხადი და ტენდერის ბიუჯეტი (აუცილებელია წარმოდგენილი იყოს ლარში და მიეთითოს ბიუჯეტი დღგ-თია წარმოდგენილი თუ მის გარეშე;)

ორგანიზაციის უახლესი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ამობეჭდეთ ვებ-გვერდიდან http://www.reestri.gov.ge/);

ორგანიზაციის უახლესი შედარების აქტის ასლი (ამობეჭდეთ ვებ-გვერდიდან https://rs.ge/);

იმ შემთხვევაში, თუ განაცხადს რამდენიმე კომპანია ერთობლივად წარმოადგენს, ალტერნატივა ჯორჯია იტოვებს უფლებას, თანდართული დოკუმენტები მოითხოვოს ყველა კომპანიაზე.

წარმოდგენილი განაცხადები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:

** მარკეტინგული კამპანიის აღწერა;
** გუნდი;
** ხარჯების გონივრულობა;
** მარკეტინგული კამპანიის მონიტორინგისა და შეფასების გეგმა.

სატენდერო პროგრამის ვადები:

** კონკურსის შესახებ სატენდერო განცხადების გამოქვეყნება - 25 აპრილი;
** კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა -10 მაისი;
** ალტერნატივა ჯორჯიას მხრიდან კითხვებზე პასუხის გაცემის ბოლო ვადა - 13 მაისი;
** სატენდერო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა - 14 მაისი, 23:59 სთ;
** გამარჯვებული განაცხადების გამოვლენის ბოლო ვადა - არაუგვიანეს 17 მაისისა.

საკონტაქტო ინფორმაცია

კონკურსთან დაკავშირებული შეკითხვები შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: administrator@altgeorgia.ge. გთხოვთ, ელფოსტის დასახელებაში მიუთითოთ "შეკითხვა სატენდერო განაცხადთან დაკავშირებით".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |