jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ხელფასების წარმოების ბუღალტერი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 25 მაისი

"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში, რომელიც დღეს ჰოლდინგური სახის კომპანიად ჩამოყალიბდა და "KTW ჯგუფის" სახელითაა ცნობილი.

KTW ჯგუფი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში ფლობს განსხვავებული სახისა და კონცეფციის ობიექტებს, წარმოების, სოფლის მეურნეობის, დისტრიბუციის, კვების თუ სასტუმრო სერვისის მიმართულებით. მისი მიზანია ხელი შეუწყოს დასაქმებას, პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ ზრდას. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას ხელფასების წარმოების ბუღალტრის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე სფეროში;
** ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
** დიდ ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამა SAP Business one -ის ცოდნა სასურველია;
** ACCA პირველი დონე აუცილებელია;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის კარგად ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბაზისო დონეზე ცოდნა.

მოვალეობები:

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება;
** ფ/პ მომსახურებების ხელშეკრულებების კონტროლი;
** შესაბამისი ანგარიშების კონტროლი;
** ყოველთვიური დეკლარაციების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** საპენსიო დეკლარაციის მომზადება და საპენსიო განაცემების დათვლა და კონტროლი;
** ხელფასების გადარიცხვების წარმოება;
** საბანკო ტრანზაქციების ასახვა პროგრამაში;
** სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების მიღების, ჩამოწერის ოპერაციები;
** სალარო ნაშთების კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა რელევანტური დავალებების შესრულება.

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
** მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2024 წლის 24 მაისი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე: hr@ktw.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ხელფასების წარმოების ბუღალტერი". რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელით და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

"KTW ჯგუფი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |