jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ინტერესთა გამოხატვა კახეთის რეგიონში
მომწოდებელი: მედია ცენტრი კახეთი MCK
გამოქვეყნდა: 25 აპრილი / განცხადების ვადა: 10 მაისი

მედია ცენტრი კახეთი MCK (Media Center Kakheti) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - "გენდერული და ოჯახში ძალადობა გადატანილთა მხარდაჭერა" ფარგლებში ქალთა პროფესიული გაძლიერების მიზნით პროვაიდერების შესარჩევად აცხადებს ინტერესთა გამოხატვას კახეთის რეგიონში მოქმედი პროფესიული სასწავლებლებისთვის, ბიზნეს კომპანიებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის.

პროექტის მიზანია: სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა და მათი, როგორც ეფექტური ძალის პოზიციონირება, გენდერული და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და გადარჩენილების მხარდაჭერისთვის.
პროექტი ითვალისწინებს: გენდერული ნიშნით ძალადობისა და/ან ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერას სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზების, ადგილობრივ დონეზე სერვისებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობის, ეკონომიკური გაძლიერების, კოორდინაციისა და სამართლებრივი მხარდაჭერის გზით.

კონკურსის მიზანია: ბენეფიციარების პროფესიული გადამზადება, რაც მათ საშუალებას მისცემს შეიძინონ დასაქმებისათვის საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება: პროფესიული განათლების ცენტრები, ბიზნეს კომპანიები, ფიზიკური და ან/ინდივიდუალური პირები, რომელთაც შეუძლიათ უზრუნველყონ მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების კურსები შემდეგ პროფესიებში: იხ: ჩამონათვალი.

კურსების ჩამონათვალი:

** ჭრა-კერვა
** კიბერუსაბრთხოება
** ჟესტური ენის შესწავლა
** საოფისე პროგრამები
** სოც. მედიის მართვა
** პროექტირება და არქიტექტურა
** სტილისტიკა
** შილაკი
** საქსოვი დანადგარზე ქსოვის ტექნიკა
** მეწარმეობის კურსი
** გრაფიკული დიზაინი
** პირველადი დახმარება
** ადვოკატირებისა და უფლებების დაცვის სასწავლო კურსი
** მასაჟი
** ლაზეროთერაპია
** თიხით ძერწვა
** ავტოსკოლა
** ტურიზმი
** გაზეთის აწყობა / დაკაბადონება
** კულინარია
** პოლიმერული თიხა
** პროექტის წერა
** ვიზაჟი
** სადღესასწაულო და ტრადიციული ტანსაცმლის კონსტრუირება
** ბიზნეს გეგმის წერა

გადამზადების მსურველმა პროვაიდერმა უნდა წარმოადგინოს ინტერესთა გამოხატვის წერილი, რომელშიც უნდა მიუთითოს:

** პროფესიული გადამზადების სპეციალობა, რაშიც გსურთ მოამზადოთ ბენეფიციარი;
** კურსის ღირებულება ერთი მსმენელის/ სტუდენტის შემთხვევაში
** კურსის ხანგრძლივობა 2 თვე.
** მეწარმე ფიზიკური, ანდა იურიდიული პირის სარეგისტრაციო მონაცემები.

განაცხადების მიღებისა ვადები: ინტერესის გამოხატვის განაცხადების წარმოდგენის ვადაა 2024 წლის 26 აპრილიდან 2024 წლის 10 მაისის 18.00 საათის ჩათვლით.

განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე: mediacenterkakheti@gmail.com თემის (Subject) ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს"VET 2024". ხოლო ბეჭდური ან ხელით შევსებული განაცხადების ჩაბარება შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: ქალაქი თელავი, ილია ჭავჭავაძის 160.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |