"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
PepsiCo უკვე ზედიზედ მეშვიდე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2024 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეოთხე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.
შემოგვიერთდი, როგორც სტაჟიორი სავაჭრო მარკეტინგის მიმართულებით და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე სხვადასხვა დავალებებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად!
რა ამოცანებია შესასრულებელი:
** სავაჭრო მარკეტინგისა და გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა სავაჭრო მარკეტინგის ინსტრუმენტებით
** სხვადასხვა სახის სარეკლამო მასალებისა და კომერციული აღჭურვილობის შექმნა, ადაპტაცია, ტესტირება და განვითარება
** ადგილობრივი სარეკლამო აქტივობების განხორციელება, სააგენტოებთან მუშაობა
** სავაჭრო მარკეტინგის აქტივობების განხორციელება თანამედროვე ვაჭრობის არხში სტანდარტებისა და გეგმების შემუშავება
ვის ვეძებთ:
** ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის ან მსგავსი მიმართულებების კურსამთავრებულები/დამამთავრებელი კურსის სტუდენტები
** წინა გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** უცხო ენების ფლობა: ინგლისური B2+ დონეზე
** MS Office პროგრამების, განსაკუთრებით MS excel ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** დეტალებზე ორიენტირება
** სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა
რას გთავაზობთ:
** პეპსიკოს პროფესიონალთა გუნდთან ერთად მუშაობა და მხარდაჭერა
** წვდომა პეპსიკოს უნიკალურ სასწავლო პლატფორმებსა და პროგრამებზე
** ჰიბრიდული სამუშაო გრაფიკი სრული განაკვეთით: 09:00 - 18:00 სთ
** ანაზღაურება - 900 ლარი
** ხანგრძლივობა - 12 თვე
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)
** კვება
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.