jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: ზოო შოურუმი სმარტ პეტი
გამოქვეყნდა: 8 მაისი / განცხადების ვადა: 8 ივნისი

ზოომაღაზიათა ქსელი "სმარტპეტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი
ანაზღაურება: 1000 ლარი
სამუშაო დღეების რაოდენობა: 5დღე/2 დღე დასვენება

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელზე თავაზიანი მომსახურება;
** მომხმარებლის საჭიროებისა და ინტერესების მიხედვით შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია, პროდუქციის შეთავაზება, აგრეთვე მაღაზიაში არსებული პროდუქციის შესახებ სიახლეების გაცნობა;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის განლაგების და ასორტიმენტის კონტროლი სხვადასხვა მახასიათებლების მიხედვით (ვადების შემოწმება, გაყიდული პროდუქციის შემდგომ თაროების შევსება/მოწესრიგება);
** პროდუქციის მიღება;
** შეკვეთების გაკეთება;
** მაღაზიაში წესრიგის, სისუფთავის და მეგობრული გარემოს უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (ელემენტარულ დონე);
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა);
** ვეტერინარული განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული და ორგანიზებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: hr@smartpet.ge და ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |