www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სააბონენტო ქსელის სპეციალისტი - ხაშური
მომწოდებელი: სერვის ნეტ გრუპი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 21 იანვარი

შპს "სერვის ნეტ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას სააბონენტო ქსელის სპეციალისტის პოზიციაზე ხაშურში.

სამუშაო აღწერილობა:

** სააბონენტო ხაზის (სააბონენტო კოლოფიდან აბონენტთან შიდა ქსელის ჩათვლით) მომსახურება, ახალი აბონენტის ხაზის მოწყობა და სააბონენტო მოწყობილობების (გ/კოლოფი, ფილტრი, სპლიტერი, მოდემი, როუტერი, დეკოდერი) ტექნიკურად გამართული და ხარისხიანი ექსპლუატაციის უზრუნველყოფა ვადებისა და ტექ.ნორმების გათვალისწინებით;
** აბონენტების ბინაზე მომსახურება და საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ინსტრუქტაჟის გაწევა;
** ყველა ტიპის საინსტალაციო სამუშაოების შესრულება;
** DSL, IPTV,GPON და სახაზო დაზიანებების აღმოფხვრა; განმეორებითი დაზიანებების პრევენციის მიზნით, სათანადო ზომების მიღება;
** ახალი ტელეფონის დასადგმელად ხაზების მოწყობა, წყვილების მოკვლევის და მიმდინარე პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოება;
** დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, ხაზის მომსახურების უზრუნველყოფა, როგორც ფიზიკური პირებისათვის, ასევე ორგანიზაციებში, სხვადასხვა სახაზო ნაგებობებზე (სხვენში, სახურავი, ბოძებზე გ/კარადებში, გ/კოლოფებთან).
** გატანილი სადგურის (ან კარადის) მომსახურების შემთხვევაში, ობიექტის გახსნისას და დახურვისას სიგნალიზაციის ჩართვა/გამორთვა, საჭიროების შემთხვევაში სადენების კროსში გადართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/აუცილებელი უნარები:

** სასურველია ტექნიკური განათლება( სატელეკომუნიკაციო ან/და IT სფეროში);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული ტექნიკის,ოპერაციული სისტემების და ქსელების ცოდნა;
** აუცილებელია ა/მანქანის მართვის მოწმობა/გამოცდილება;
** სახელმწიფო ენის ფლობა;
** დისციპლინირებულობა/კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობა/ორგანიზებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: cv@servicenetgroup.ge 2017 წლის 21 იანვრის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში(Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru