www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 11 თებერვალი

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას საბანკო ზედამხედველობის დეპარტამანეტის ზედამხედველობის 1-ლი განყოფილების 1-ლი თანრიგის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის მიზანია საფინანსო სექტორის საიმედოობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად ზედამხედველობა გაუწიოს კომერციული ბანკების საქმიანობას, რაც მოიცავს კომერციული ბანკების შემოწმებას და ფინანსური მდგომარეობის ანალიზზე დაყრდნობით შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებს, მათი საქმიანობის რეგულირებას, საჭიროების შემთხვევაში სანქციებისა და შეზღუდვების დაწესებას ეროვნული ბანკის დებულებების, წესების და ინსტრუქციების მიხედვით.

მოვალეობები:

** საკრედიტო სპეც ჯგუფებთან ერთად ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ბანკის კორპორატიული მსესხებლის კრედიტუნარიანობის შეფასება; კორპორატიული სესხების (Top 100) მონიტორინგი და შემოწმება
** საკრედიტო პროდუქტების რისკიანობის ანალიზი
** სესხის გაცემის პროცედურების ანალიზი და რისკიანობის შეფასება
** მცირე და საშუალო სესხების და საცალო სესხების პორტფელური რისკების შეფასება და ანალიზი
** ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ბანკის ფინანსური განვითარების მონიტორინგი, ბანკის მოგება ზარალის და საბალანსო უწყისის თვის / წლის ჭრილში დეტალური ფინანსური ანალიზი და ცვლილებების გამოკვლევის მიზნით ბანკთან აქტიური კომუნიკაცია
** ზედამხედველობის ქვეშ მყოფი ბანკის ადგილზე შემოწმებებში მონაწილეობა საკრედიტო რისკების ადექვატური შეფასების მიზნით
** ბანკის საზედამხედველო კაპიტალის კომპონენტების დონეზე კონტროლი და სარისკო ტენდენციის გამოვლენის შემთხვევაში ხელმძღვანელობასთან კომუნიკაცია
** ბანკის დაკავშირებულ მხარესთან წარმოშობილი ტრანსაქციების მკაცრი კონტროლი და შესაბამისი რეაგირების მოხდენა
** ბანკის მიერ სასესხო დანაკარგების რეზერვის შექმნის მეთოდოლოგიის და პრაქტიკის შედარება და ანალიზი
** IFRS სტანდარტით და ეროვნულის სტანდარტით მომზადებული წლიური ფინანსური უწყისების შედარებითი ანალიზი. ძირითადი სხვაობების გარკვევა, კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელობასთან.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკურ, საბანკო ან ფინანსურ სფეროში);
** საბანკო სექტორში ან/და საბანკო ზედამხედველობის სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენის (ინგლისური) სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების დამაკმაყოფილებლად ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ "საქართველოს ორგანული კანონი", "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონი, საბანკო ზედამხედველობისათვის გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტების ცოდნა.

თანამდებობრივი სარგო - 4020 ლარი

კონკურსის ფორმა: კონკურსი ჩატარდება ტესტირების და ინტერვიუს სახით.

მსურველებს გთხოვთ, აპლიკაცია გამოგზავნოთ მითითებული ბმულის მეშვეობით: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVakActives/Details/41083

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru