www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: თეგეტა თრაქ ენდ ბასი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 22 იანვარი

ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსის" შვილობილი კომპანია - "თეგეტა თრაქ ენდ ბასი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტით განსაზღვრული საქმიანობების განსაზღვრა და დაგეგმვა;
** პროექტის ეტაპების დაგეგმვა და შესრულების მუდმივი შეფასება;
** პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი და დოკუმენტირება;
** რესურსების და პროექტის შედეგების მართვა;
** პროექტის ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა;
** სტრატეგიული დაგეგმვა
** საკომუნიკაციო სტრატეგიის და ტაქტიკების შემუშავება
** პროექტის ფინანსური ეფექტიანობის ანალიზი, ანგარიშების შესწავლა, სიზუსტის შემოწმება, ფინანსური ხარჯისა და შესრულებული სამუშაოს თავსებადობის შემოწმება;
** პროექტის დროულ და ხარისხიან შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
** პროექტში დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობების დამყარება, მათი პროექტში ჩართულობისა და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** საჭიროებების შემთხვევებში ჯგუფის წევრებისთვის საქმიანობების განსაზღვრა და დაგეგმვა, ბიზნეს-მომხმარებლებისთვის, ისევე როგორც მომწოდებლებისთვის პასუხისმგებლობის მკაფიოდ გამიჯვნის უზრუნველყოფა.

ფუნქციების შესასრულებლად საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში)
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება პროექტის მენეჯერის პოზიციაზე
** სასურველია საწარმოო პროექტების მართვის გამოცდილება,
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გამოცდილება ბიუჯეტირებაში და ხარჯების კონტროლში
** გამოცდილება სტრატეგიულ დაგეგმვაში
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური; რუსული, სასურველია გერმანული ენს ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გადატვირთული გრაფიკში მუშაობისა და ვადებში ჩატევის უნარი;
** კრეატიულობა;
** ამოცანის დეტალებზე ყურადღების გამახვილება; ამოცანის ანალიზის, კრიტიკული შეფასების, საკვანძო და პრობლემური საკითხების დადგენის და მათი გადაწყვეტის უნარი;
** კომუნიკაციის (ზეპირი, წერითი) უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
** სამუშაოს წარმატებით განხორციელებისათვის ახალი უნარებისა და ინსტრუმენტების ათვისება;
** სწრაფი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობის მქონე, ორგანიზებული და პუნქტუალური.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy.man@tegetamotors.ge არაუგვიანეს 2017 წლის 22 იანვრისა. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru