www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აგრონომი ციტრუსის წარმოებაში
მომწოდებელი: Traktor
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 27 იანვარი

ვინ ვართ ჩვენ?

კომპანია "ტრაქტორი"-ს მიზანია გააუმჯობესოს საქართველოში და საზღვარგარეთ ფერმერების მომსახურება. ჩვენი ონლაინ და მობილური აპლიკაცია უზრუნველყოფს ადგილობრივი ფერმერების უკეთეს წვდომას მათთვის საჭირო პროდუქციასა და მომსახურებაზე. "ტრაქტორი" წარმოების გასაუმჯობესებლად აერთიანებს თქვენს ფერმაზე მორგებულ ამინდის პროგნოზს, სასარგებლო რჩევებს/საბაზრო ფასებსა და დისტანციურ სასწავლო ვიდეოებს, ეს მხადაჭერა შერწყმულია ონლაინ ბაზართან, რომელიც წარმოდგენილია მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის დისტრიბუტორების სახით.

აგრონომი ციტრუსის წარმოებაში/ნახევარი განაკვეთი

რას ვეძებთ?

"ტრაქტორი" ეძებს გამოცდილ აგრონომს კომპანიაში ნახევარ განაკვეთზე სამუშაოდ, რომლის მიზანია:

** ციფრული საინფორმაციო და საგანმანათლებლო კონტენტის გაუმჯობესება, მათ შორის: "ციფრული აგრო კალენდარი" და "სენსორული" განყოფილებები;
** პროდუქციის ოპტიმალური პაკეტების შეთავაზება, იმ პროდუქციის საფუძველზე, რომლებიც შემოთავაზებულია "ტრაქტორის" ონლაინ ბაზარზე;
** ონლაინ კონსულტაციები "ტრაქტორის" მომხმარებლებისთვის

ვაკანსია განკუთვნილია ციტრუსის ექსპერტისთვი/აგრონომისთვის

კანდიდატი მჭიდროდ იქნება ჩართული "ტრაქტორის" გუნდთან ერთად კონტენტის განვითარებაში, რომელსაც მეთვალყურეობას გაუწევს შესაბამისი სუპერვაიზერი.

მოვალეობები:

** არსებული აგრონომიული კონტენტის განხილვა და კონკრეტული რეკომენდაციების მიცემა შესაბამისი განვითარებისთვის. სავარაუდო სამუშაო დატვირთვა: 2-4 დღე 2017 წლის იანვარი/თებერვალი;
** სხვადასხვა პაკეტების შექმნა, რომელიც გააერთიანებს მაღალი ხარისხის სოფლის მეურნეობის პროდუქციას "ტრაქტორის" ონლაინ მაღაზიაში, სავარაუდო სამუშაო დატვირთვა: 2-4 დღე 2017 წლის იანვარი/თებერვალი.
** "ტრაქტორის" გუნდის დახმარება შესაბამისი შეტყობინებები (მობილური, SMS და ელ. ფოსტა) გააცნოს მის მომხმარებლებს. შეტყობინების თემა შეიძლება მოიცავდეს:

- რეგულარულ ინფორმაციას პროდუქციის წარმოებაზე სხვადასხვა ბუნებრივ პირობებში, მათ შორის მიწის მომზადება, დარგვა, გაკვალვა, გასხვლა, მავნებლებისა და დაავადების კონტროლი, სასუქის შეტანა, მორწყვა და ა.შ;
- მავნებლების და დაავადების ინტეგრირებული კონტროლი, მავნებლების მართვის პრაქტიკის დაცვა და მდგრადი ფერმერული მიდგომა;
სავარაუდო სამუშაო დატვირთვა: 1-2 დღე თვეში 2017 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე.

** "ტრაქტორის" პლატფორმაზე შემოსულ ყველა შეკითხვაზე პასუხის გაცემა და შესაბამისი რეკომენდაციების მოზადება;
** სავარაუდო სამუშაო დატვირთვა: 1 დღე თვეში 2017 წლის თებერვლიდან დეკემბრამდე.

საჭირო უნარები და კვალიფიკაცია:

** უნივერსიტეტის ხარისხი სოფლის მეურნეობის დარგში;
** სოფლის მეურნეობაში, მცირე ფერმერულ მეურნეობებში არსებული ძირითადი პრობლემების/გამოწვევების ცოდნა;
** სულ მცირე 5-10 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
** განსაზღვრული ამოცანების დამოუკიდებლად შესრულების უნარი;

მუშაობის დაწყების თარიღი: 2017 წლის იანვარი (საუკეთესო ვარიანტი)
ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტულ ხელფასს, მოქნილ სამუშაო საათებს და კონკრეტულ პერსპექტივებს გრძელვადიანი პირობებში და დინამიურ სამუშაო გარემოში

როგორ გავაკეთოთ განაცხადი ვაკანსიაზე: გაგზავნეთ შეტყობინება მისამართზე: jobs@traktor.co და სათაურად მიუთითეთ "აგრონომი/ციტრუსი" და თან დაურთეთ თქვენი CV.

განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2017 წლის 27 იანვარი.

განაცხადები განიხილება რიგითობის საფუძველზე, რაც სწრაფად გააკეთებთ განაცხადს, მით მეტი შანსი გაქვთ დასაქმების.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru