www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინჟინერ-ეკოლოგი
მომწოდებელი: თელასი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

სააქციო საზოგადოება "თელასი" აცხადებს შიდა და გარე ვაკანსიას, შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების განყოფილებაში, ინჟინერ-ეკოლოგის თანამდებობაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება
** ეკოლოგიის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება (სასურველია)
** ენების ცოდნა: ინგლისური (სასურველია)
** დაძაბულ გარემოში მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** სს "თელასში" მიმდინარე პროცესების მუდმივი მონიტორინგი კომპანიაში დანერგილი ეკოლოგიური მართვის სისტემის და საერთაშორისო სტანდარტის ISO 14001:2004 მოთხოვნებთან შესაბამისობის თვალსაზრისით;
** ეკოლოგიური მართვის სისტემის დოკუმენტაციის დროული მომზადება, შეთანხმება და დამტკიცების უზრუნველყოფა (კერძოდ, ეკოლოგიური მართის სახელმძღავნელო, პროცედურების სახელმძღვანელო და სხვა დაკავშირებული დოკუმენტაცია)
** ეკოლოგიური ასპექტებისა და გავლენების შეფასების პერიოდული განხორციელება შესაბამის პროცესებზე, საქმიანობებზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად და ეკოლოგიური ასპექტებისა და გავლენების შეფასების დოკუმენტის წარმოება;
** გარემოს დაცვის სფეროში კანონმდებლობის მუდმივი მონიტორინგი, შრომის დაცვისა და სახანძრო უსაფრთხოების განყოფილების უფროსისათვის ცვლილებებისა და განახლებების წარდგენა და შემდგომი რეაგირების მიზნით
** გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებზე ქვეყნის სახელმწიფო ორგანოების სპეციალისტებთან ურთიერთქმედება
** ეკოლოგიასთან, გარემოს დაცვასთან დაკავშირებით შემოსული კორესპონდენციის (შიდა და გარე) რეესტრის წარმოება და პასუხების პროექტების მომზადების უზრუნველყოფა
** თავისუფლად ერკვეოდეს ეკოლოგიის საკითხებთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში, სტანდარტებსა და ნორმატივებში;
** ეკოლოგოური ექსპერტიზის ჩატარების წესების ცოდნა;
** ეკოლოგიური მონიტორინგის მეთოდების ცოდნა;
** ერკვეოდეს გარემოს დაცვის სამამულო და უცხოურ გამოცდილებებში;
** გარემოს დაცვის საკითხებზე ანგარიშებისა და დოკუმენტაციის მომზადების ცოდნა.

ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით: vakansia@telasi.ge 2017 წლის 25 იანვრის ჩათვლით, აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ თანამდებობა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru