www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ექსპედიტორის დამხმარე - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: Global Beer Georgia
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას ექსპედიტორის დამხმარის პოზიციაზე თბილისსა (წილკანი) და რეგიონებში: გორი, ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი.

"Global Beer Georgia" ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშე ხდება და აქტიურ ოპერირებას 2017 წლიდან დაიწყებს. კომპანია თავად წარმართვას სრულ პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. GBG, როგორც "ჰეინეკენის" ოფიციალური პარტნიორი რეგიონში, მიზნად ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანას ისახავს.

ამ დინამიურ და სწარაფ განვითარებად სფეროში, სწორი პოზიციონირება და დაგეგმვა, ბიზნესის წარმატების მთავარი წინაპირობაა. ჩვენი განვითარება დიდწილადაა დამოკიდებული პროფესიონალთა იმ გუნდზე, რომელიც GBG-ში არის გაერთიანებული. ჩვენ გვჯერა ჩვენი გუნდის და ყოველთვის მზად ვართ ის ახალი ენერგიით შევავსოთ - სწორედ ეს შეიძლება გახდეს თქვენი შანსი.

თუ ეძებთ სრულფასოვან კარიერას და სურვილი გაქვთ თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV GBG-ში, ჩვენ შეიძლება სწორედ თქვენ გეძებდეთ.

მოვალეობები:

** ექსპედიტორისთვის ხელი შეწყობა შეკვეთების აწყობაში;
** პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებისთვის ზედნადებში გაწერილი რაოდენობებისა და სახეობების მიხედვით;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნა: სადისტრიბუციო სფეროში სამუშაო გამოცდილება (სასურველი).

პირადი უნარ-ჩვევები:

** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com და ელ. წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru