www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: Global Beer Georgia
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 31 იანვარი

"გლობალ ბიერ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე თბილისსა (წილკანი) და რეგიონებში: ახალციხე, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი.

"Global Beer Georgia" ქართული ლუდის ბაზრის ახალი წამყვანი მოთამაშე ხდება და აქტიურ ოპერირებას 2017 წლიდან დაიწყებს. კომპანია თავად წარმართვას სრულ პროცესს, რაც გულისხმობს: ლუდის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. GBG, როგორც "ჰეინეკენის" ოფიციალური პარტნიორი რეგიონში, მიზნად ადგილობრივი ლუდის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანას ისახავს.

ამ დინამიურ და სწარაფ განვითარებად სფეროში, სწორი პოზიციონირება და დაგეგმვა, ბიზნესის წარმატების მთავარი წინაპირობაა. ჩვენი განვითარება დიდწილადაა დამოკიდებული პროფესიონალთა იმ გუნდზე, რომელიც GBG-ში არის გაერთიანებული. ჩვენ გვჯერა ჩვენი გუნდის და ყოველთვის მზად ვართ ის ახალი ენერგიით შევავსოთ - სწორედ ეს შეიძლება გახდეს თქვენი შანსი.

თუ ეძებთ სრულფასოვან კარიერას და სურვილი გაქვთ თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში ლუდის ინდუსტრიის განვითარებაში, გამოაგზავნეთ თქვენი CV GBG-ში, ჩვენ შეიძლება სწორედ თქვენ გეძებდეთ.

მოვალეობები:

** საწყობში საქონლის მიღება და განთავსების კონტროლი;
** ყოველდღიური დატვირთვის ანგარიშის მომზადება. ბუღალტერიასთან შედარება/თვეში ერთხელ აღწერა;
** საწყობში დისციპლინის და სისუფთავის კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნა: სასაწყობე მეურნეობაში მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება (სასურველია).

პირადი უნარ-ჩვევები:

** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელ-ფოსტაზე: HR@globalbeergeorgia.com და ელ. წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და რეგიონი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru