www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი - გორი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქ. გორში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის მომსახურება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლის საჭიროების დადგენა და მისი ინტერესების მიხედვით, შესაბამისი მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის შეთავაზება, მახასიათებლების ახსნა/დემონსტრირება, დაინტერესების შემთხვევაში ინვოისის მომზადება და მომხმარებლის მოლარე-ოპერატორთან გადამისამართება;
** მომხმარებლისთვის ალტერნატიული პროდუქტის შეთავაზება (ონლაინ კატალოგის მიხედვით);
** კომპანიაში არსებული სიახლეების გაცნობა და შეთავაზება;
** პროდუქციის სასაწყობო ნაშთების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშების წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში სტაჟიორ-კონსულტანტის სწავლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური/ეკონომიკური განხრით);
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების/მომსახურების სფეროში სასურველია;
** საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება დამატებით უპირატესობად ჩაითვლება;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სხარტი აზროვნება;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** ინიციატიურობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@tegetamotors.ge 2017 წლის 5 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru