www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მოლარე-ოპერატორი - ახალქალაქი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე ქ. ახალქალაქში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სალარო მომსახურების გაწევა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით სალარო ოპერაციების წარმოება;
** საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერა;
** სალარო აპარატთან და საბანკო ტერმინალთან მუშაობა;
** სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
** სალაროს წიგნის წარმოება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკური ან ფინანსების მიმართულებით)
** მოლარე-ოპერატორად მუშაობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების საბაზისო ცოდნა
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** თავაზიანი მომსახურების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** სხარტი აზროვნება და სწრაფად ათვისების უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და სამუშაოს ზუსტად შესრულების უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@tegetamotors.ge 2017 წლის 5 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru