www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის მენეჯერი - მარნეული
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 5 თებერვალი

ჰოლდინგური კომპანია "თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე ქ. მარნეულში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში შემოსული პროდუქციის მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება;
** გამოწერილი ინვოისის საფუძველზე პროდუქციის გაცემა და პროგრამული აღრიცხვა;
** საჭიროების შემთხვევაში სხვა ფილიალებიდან და საწყობიდან პროდუქციის გამოწერა ან/და გადაწერა;
** საწყობის ინვენტარიზაციის/აღწერის უზრუნველყოფა;
** საწყობში არსებული მარაგების და ნაშთების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია საწყობში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება - ტვირთის მიღება-დასაწყობება, ნაშთების კონტროლი, მარაგების აღწერა.
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** დროის ეფექტურად გადანაწილება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@tegetamotors.ge 2017 წლის 5 თებერვლის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru