www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ღია კარის საგრანტო პროგრამა
მომწოდებელი: ევროპის ფონდი
თანდართული ფაილი: eurfound-odgp.zip
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 28 თებერვალი

მოწვევა ღია კარის საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად

"ევროპის ფონდი" იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს (სსო), 2017 წლის 11 იანვრიდან 28 თებერვლის ჩათვლით წარმოადგინონ წინასწარი ან სრული საპროექტო განაცხადი ფონდის ღია კარის საგრანტო პროგრამის გრანტის მისაღებად. ღია კარის საგრანტო პროგრამის ფარგლებში სსო-ებს ამ ვადის ამოწურვის შემდეგაც ექნებათ ფონდში განაცხადის წარდგენის საშუალება.

იმ შემთხვევაში, თუ 2017 წლის 28 თებერვლამდე წარმოდგენილი განაცხადი არ დაფინანსდა, აპლიკანტებს, რომელთა საპროექტო განაცხადებსაც გააჩნია ღია კარის საგრანტო პროგრამის მოთხოვნების დაკმაყოფილების პოტენციალი, შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ფონდის მიერ ორგანიზებულ ტრენინგში, რომლის მიზანიცაა გააძლიეროს სსო-ების ცოდნა და უნარი სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერებაზე ორიენტირებული პროექტების შემუშავებასთან მიმართებით.

დეტალური ინფორმაცია მოწვევის შესახებ (ქართულ ენაზე) იხილეთ დანართში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru