www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ოფიცერი - რეზერვი - ახალქალაქი
მომწოდებელი: სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 1 თებერვალი

შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება, მიკრო სესხების გაცემის გზით. "კრედო" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომელბს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.

თანამდებობა: გაყიდვების ოფიცრის რეზერვი
სამუშაო ადგილი: ახალქალაქი (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი)

ჩვენ ვეძებთ: ახალგაზრდა, მოტივირებულ, ახალკურსდამთავრებულ ან ბოლო კურსის სტუდენტებს, ეკონომიკური, ფინანსური ან შესაბამისი სპეციალობით, რომელთაც აქვთ სურვილი თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში.

აუცილებელი მოთხოვნებია:

** უმაღლესი განათლება, სასურველია საბანკო/საფინანსო მიმართულებით;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

ძირითადი მოვალეობა და პასუხისმგებლობა:

** "კრედოს" პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაციის დამყარება კონტრაქტორ მაღაზიებში;
** კლიენტისათვის საგანვადებო პროდუქტების შეთავაზება;
** კლიენტისათვის პროდუქტის დადებითი მახასიათებლების გაცნობა;
** ინვოისის შევსებაში დახმარების გაწევა;
** ფილიალის ადმინისტრატორისათვის რეგისტრირებული ინვოისების მიწოდების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთა მოზიდვის მიზნით აქციებში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულებაში დახმარების გაწევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ს ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 1 თებერვალი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru