www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დარბაზის ადმინისტრატორი - ბათუმი
მომწოდებელი: ჯიბე cash & carry
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 25 იანვარი

მზარდი, განვითარებადი კომპანია - შპს "ჯიბე" წარმოადგენს საქართველოში ნომერ პირველ "cash and carry" ფორმატის საბითუმო ჰიპერმარკეტების ქსელს. კომპანია 2010 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და ახორციელებს ბაზრის მომარაგებას პირველადი მოხმარების პროდუქციით და მულტინაციონალური ბრენდებით. კომპანია უკვე ფლობს 12 ობიექტს საქართველოს მასშტაბით და უახლოეს მომავალში აპირებს ქსელის განვითარებას და გაფართოებას არამარტო თბილისში, ასევე რეგიონებშიც.

ვაკანსიის დასახელება: მაღაზიის დარბაზის ადმინისტრატორი
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

** კონსულტანტების და მოლარეების მოწესრიგებულობის და მუშაობის კონტროლი
** მაღაზიის სალაროს კონტროლი
** საჭიროების შემთხვევაში მოლარის ფუნქციის შესრულება
** დარბაზში პროდუქციის განლაგებისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა
** პროდუქციაზე ფასმაჩვენებლების დროულად და სწორად განთავსების კონტროლი
** საქონლის მიღების დროს დარბაზში და საწყობში განაწილების უზრუნველყოფა
** საჭიროების შემთხვევაში შეკვეთის მომზადება.

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

თანამდებობისთვის აუცილებელი კომპეტენციები:

** მომხმარებელზე ფოკუსირება
** მოწესრიგებულობა
** საზოგადოებასთან ურთიერთობა
** გუნდურობა
** ლიდერობა
** მენეჯერული გაბედულობა
** კონტროლი/მიმოხილვა
** რიცხვების ანალიზი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@jibe.ge 2017 წლის 25 იანვრის ჩათვლით. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru