www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური დირექტორის ასისტენტი
მომწოდებელი: მეტრომარტი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 22 იანვარი

ტექნიკის №1 ჰიპერმარკეტი "Metromart"-ი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე.

კომპანია "მეტრომარტ"-ი არის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში. კომპანია 2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "მეტრომარტ"-ის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება. ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ყოველდღიური შემოსავლებისა და ხარჯების ანალიზი;
** ყოველი თვის ფინანსური შედეგების რეპორტინგი და წარდგენა ხელმძღვანელობასთან;
** ორგანიზაციის ზოგადი ფინანსური მდგომარეობის ანალიზი და კონტროლი;
** სხვადასხვა ტიპის ფინანსური და ანალიტიკური ანგარიშგებების მომზადება;
** ბიზნეს მიმართულებების ანალიზი;
** ხელმძღვანელის სხვა მითითებების და დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სასურველია ფინანსების მიმართულებით)
** Microsoft Office Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებისა და დროის სწორად მართვის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმსა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;

შერჩევის ეტაპები:

** ტესტირება Microsoft Office Excel-ში
** გასაუბრება.

დასაქმების პირველადი ეტაპი - 3 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება. სტაჟირების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კანდიდატი განიხილება მუდმივ თანამშრომლად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@metromart.ge 2017 წლის 22 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru