www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: განვითარების სპეციალისტი
მომწოდებელი: სტუდია ეი-დი-სი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

ა(ა)იპ "სტუდია ეიდისი" აცხადებს კონკურსს "მძიმე და ღრმა გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამისთვის" განვითარების სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.

"სტუდია ეიდისი" წარმოადგენს არაკომერციულ, არამომგებიან ორგანიზაციას, რომელიც დაფუძნებულია 1999 წელს. ორგანიზაციის მისიაა სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის მიმდინარე პროცესებში; ამ კატეგორიის ადამიანების და მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა, მათთვის თანაბარი პირობების უზრუნველყოფა და მათი ოჯახების გაძლიერება.

განვითარების სპეციალისტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** 7-დან 18 წლამდე განვითარების შეფერხების მქონე ბენეფიციარების შეფასების საფუძველზე მშობლებთან და გუნდის წევრებთან შეთანხმებით ინდივიდუალური მომსახურების გეგმის შემუშავება და გეგმის მიხედვით აქტივობების განხორციელება;
** ბავშვის საჭიროებებთან დაკავშირებით მშობლების ინფორმირება;
** ინდივიდუალური განვითარების გეგმების მონიტორინგი და ანგარიშის მომზადება;
** ქვეპროგრამის სხვა სპეციალისტებთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობა, მუშაობის დაგეგმვა და შედეგების შეფასება/გადაფასება;
** გუნდის წევრების კონსულტირება ბენეფიციარებისთვის აქტივობების შერჩევისა და სწავლების პროცესში;
** პერსონალთან და ბენეფიციარებთან დაკავშირებით კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების ვადაში შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება პედაგოგიკაში;
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მომსახურების სფეროში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარები:

** კარგი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებულობა;
** ზრდისა და განვითარებისაკენ სწრაფვა;
** წერითი და ანალიტიკური უნარები;
** სამუშაოს დაგეგმვის და დროის სწორად განაწილების უნარი.

შერჩევის კრიტერიუმები:

1. საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
2. სამუშაო გამოცდილება;
3. მოტივაცია;
4. პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა.

განცხადების წარმოდგენის პროცედურები:

შერჩევა იწარმოებს 2 ეტაპად:

1. ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა;
2. გასაუბრება.

განმცხადებელმა ორგანიზაციის ელექტრონულ მისამართზე უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

1. რეზიუმე/CV;
2. სამოტივაციო წერილი.

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულად, შემდეგ მისამართზე: dcfs.georgia@gmail.com 2017 წლის 30 იანვრის ჩათვლით. "Subject" ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru