www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტის ფსიქოლოგი - ზუგდიდი
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
თანდართული ფაილი: sos-app.zip
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 22 იანვარი

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" "მოწყვლადი ოჯახებისა და მათი შვილების სოციალური ფუნქციონირების აღდგენა-გაუმჯობესების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში, აცხადებს შემდეგ ვაკანსიას: პროექტის ფსიქოლოგი .

სამუშაო ადგილი: ქ. ზუგდიდი

საქმიანობის ძირითადი მიზანი: ფსიქოლოგიური ინტერვენციის გზით, პროექტის ბენეფიციარების (ბავშვები და მათი მშობლები) რეაბილიტაცია, ფსიქო-განათლება, სხვადასხვა უნარ-ჩვევების, მათ შორის ბავშვზე ზრუნვის უნარ-ჩვევების განვითარებაში ხელშეწყობა.

სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** თითოეული ბენეფიციარის ფსიქოდიაგნისტიკა და ფსიქოლოგიური საჭიროებების გამოკვეთა
** ფსიქოდიაგნოსტიკის შედეგებზე დაყრდნობით, თითოეული ბენეფიციარის ინდივიდუალური განვითარების გეგმის შემუშავება
** ინდივიდუალური განვითარების გეგმის საფუძველზე, ბენეფიციარებისათვის ინდივიდუალური და/ან ჯგუფური თერაპიის ჩატარება
** ხატვის, მუსიკისა და თამაშის თერაპიის საშუალებით, მოზარდებში და ბავშვებში ისეთი უნარ-ჩვევების განვითარება, რომელიც ესაჭიროებათ ბენეფიციარებს მათი სრულფასოვანი ფსიქო-სოციალური ფუნქციონირებისათვის
** ბავშვის პიროვნების განმავითარებელი ვარჯიშებისა (ნებელობითი, კოგნიტური, ემოციების, კომუნიკაციების) და სარელაქსაციო აქტივობების ჩატარება; საჭიროებისამებრ, ბავშვებთან ინდივიდუალური თერაპიის ჩატარება
** ფსიქოლოგის გამოცდილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, მშობლებთან ინდივიდუალური თერაპიის ჩატარება
** განსაკუთრებული შემთხვევებისას, ოჯახებში ვიზიტების განხორციელება
** ბენეფიციართან მუშაობის დროს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება
** სამუშაო გეგმის შემუშავება, გარდა ამისა, შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება და მათი პროექტის კოორდინატორისათვის მიწოდება

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგის კვალიფიკაციით
** ბავშვებთან და ოჯახებთან ფსიქოლოგად მუშაობის მინიმუმ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება
** ბავშვისა და მოზარდის ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** ბენეფიციარის ინტერესებისა და შესაძლებლობების გამოვლენისა და მხარდაჭერის უნარი
** ბენეფიციარების თანადგომისა და ემპათიის უნარი
** ეფექტური კომუნიკაცია, ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის დამყარების უნარი
** მოქნილობა და დამოუკიდებლობა
** თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** წერითი უნარ-ჩვევები
** SOS ბავშვთა სოფლის ხედვისა და მიზნების გაზიარება

ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო და საპასუხისმგებლო სამუშაოს;
** სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (რომელიც შეიცავს სამი რეკომენდატორი პირის საკონტაქტო ინფორმაციას) ელ-ფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2017 წლის 22 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ. სათაურში მიუთითოთ სასურველი თანამდებობა.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და მათ საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა თუ მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს "SOS Children's Villages International"-ის დებულების შესაბამისად, ვინაიდან ეს უკანასკნელი წარმოადგენს მის ქოლგა ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 132 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მიტოვების რისკის წინაშე მყოფ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა უფლებების დაცვა; აგრეთვე, თემზე დაფუძნებული ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ფორმირების ხელშეწყობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.sos-childrensvillages.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru