www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საწყობის გამგის მოადგილე
მომწოდებელი: დემასი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

შპს "დემასი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის გამგის მოადგილის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობა: კერამიკული ფილების, სანტექნიკური ნაწარმის იმპორტი და რეალიზაცია.

ანაზღაურება: ხელფასი 500 ლარს დამატებული ბონუსი. ჯამური საშუალო ანაზღაურება: 1,300 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კმ., სავაჭრო ცენტრი "იდეალი".
სამუშაო საათები: 9:00-დან 18:00/18:30-მდე; დასვენება: კვირაში ერთი დღე. სამუშაო საათებში გათვალისწინებულია სადილი კომპანიის ხარჯზე ან სადილის საფასურის ანაზღაურება.

სამსახურებრივი მოვალეობა: კერამიკული ფილების საწყობში პროდუქციის დაცლა, დასაწყობება, დატვირთვის ორგანიზება და განხორციელება ავტოკარის მეშვეობით.

აუცილებელი მოთხოვნები: მათემატიკური აზროვნება, ინფორმაციის სწრაფი ათვისების, კარგი მახსოვრობის და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი. სასურველია ავტოკარის მართვის ცოდნა.

სტაჟირების ვადა: 4 თვე.
სტაჟირების პერიოდის ანაზღაურება: პირველი თვე - 200 ლარი, მეორე თვე - 300 ლარი, მესამე თვე - 400 ლარი, მეოთხე თვე - 600 ლარი.
სწრაფი ათვისების შემთხვევაში შესაძლებელია სტაჟირების ვადის შემცირება.

რეზიუმე (სავალდებულოა ქართულ ენაზე) თანდართული ფოტოსურათით გამოგზავნეთ ელფოსტაზე: vacancy@demasi.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru