www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: ეიჯი ინთერნეიშენელ კონსალთინგი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 30 იანვარი

საერთაშორისო აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "ეიჯი ინთერნეიშენელ კონსალთინგი", "EuraAudit International"-ის წევრი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვებისა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მარკეტინგის მიმართულებით
** მარკეტინგის სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერულ პროგრამებში მუშაობის კარგი ცოდნა (Word, Excel, PowerPoint, Wordpress, Photoshop);
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გამორჩეული კომუნიკაციის უნარი
** კრეატიული, აქტიური და გუნდური მუშაობის უნარის მქონე
** ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული
** პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული.

სამუშაოს აღწერა:

** პოტენციურ კლიენტებისათვის მომსახურებების შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება
** კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის მოკლე და გრძელვადიანი გეგმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება
** მარკეტინგული მიმართულების საკონსულტაციო პროექტებში მონაწილეობის მიღება
** კომპანიის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება და მონიტორინგი
** სხვადასხვა ტიპის საინფორმაციო ბუკლეტების მომზადება და გავრცელება (შინაარსის განსაზღვრა, ტექსტის მოფიქრება, ბუკლეტის დიზაინი, გავრცელების არეალის განსაზღვრა, ბუკლეტების დაბეჭდვის ორგანიზება)
** ვებ-გვერდის კონტენტის მართვა და სიახლეების განთავსება
** ბაზრის ტენდენციების შესწავლა და პროდუქტების განვითარების შესაძლებლობების განსაზღვრა კომერციულ სამსახურთან კოორდინაციაში
** მარკეტინგული აქტივობების შესახებ ანგარიშების მომზადება.

მსურველებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@agconsulting.ge 2017 წლის 30 იანვრამდე. ელექტრონული ფოსტის თემის "subject" ველში უნდა მიუთითოთ "მარკეტინგის მენეჯერი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru