www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: მეტრომარტი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 22 იანვარი

ტექნიკის №1 ჰიპერმარკეტი "Metromart"-ი აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანია "მეტრომარტ"-ი არის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში. კომპანია 2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "მეტრომარტ"-ის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება. ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი.

ძირითადი მოვალეობები:

** ბუღალტრული გატარებების შესრულება
** ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგებების წარმოება
** გადასახადების დეკლარირება კანონმდებლობით დადგენილ ვადებში
** სხვადასხვა ტიპის ფინანსური და ანალიტიკური ანგარიშგებების მომზადება;
** სხვა დაკავშირებული დავალებების შესრულება
** ხელმძღვანელის სხვა მითითებების და დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** უმაღლესი განათლება
** ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა
** საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
** საგადასახადო დეკლარაციების შევსების გამოცდილება
** Microsoft Office Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებისა და დროის სწორად მართვის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმსა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@metromart.ge 2017 წლის 22 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru