www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: განვადების ოფიცერი - რეზერვი - იმერეთი
მომწოდებელი: სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 26 იანვარი

სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო" წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში. კომპანიის მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარება და გაფართოება, მიკრო სესხების გაცემის გზით. "კრედო" სწრაფად მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც აძლევს თავის თანამშრომლებს კარიერული განვითარებისა და პიროვნული ზრდის საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას.

თანამდებობა: განვადების ოფიცრის რეზერვი
სამუშაო ადგილი: სამტრედია, ხონი, ვანი, აბაშა

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობა:

** "კრედოს" საგანვადებო პროდუქტების მაქსიმალურად ეფექტური გაყიდვა და პრომოუშენი, როგორც "კრედოს" კონტრაქტორ მაღაზიებში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
** ყველა პროცედურის გათვალისწინებით და დაცვით განვადების გაცემისათვის ყველა საჭირო დოკუმენტზე ხელმოწერის/ების გაკეთება
** კლიენტების აპლიკაციის დარეგისტრირება ზუსტი და უტყუარი მონაცემებით ბაზებში;
** განვადების ბარათების გაცემა და გადაცემა მსესხებლებზე კომპანიაში არსებული წესების ზუსტი დაცვით;
** მიბარებული/გადაცემული განვადების ბარათების აღრიცხვა და კონტროლი;
** კვირაში ერთხელ უშუალო ხელმძღვანელისათვის მის მიერ შედგენილი დოკუმენტაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
** სამუშაო ობიექტზე "კრედოს" ყველა არსებული და პოტენციური კლიენტის სათანადო ყურადღების ქვეშ ყოფნის უზრუნველყოფა;
** კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის და პროდუქტის შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის უზრუნველყოფა;
** "კრედოს" საგანვადებო ინვოისის შევსება, სრული წესების დაცვით, კლიენტისათვის მომსახურების სტანდარტების გაცნობა;
** საჭიროების შემთხვევაში "კრედოს" საგანვადებო პროდუქტების პრომოუშენის ჩატარება, ზედამხედველის მიერ მითითებულ ობიექტებზე;
** "კრედოს" ჩაცმის კოდექსის დაცვა.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარი:

შემდეგი ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები შეიძლება მიღებულ იქნას ფორმალური განათლების, თვითსწავლების, გამოცდილების ან პრაქტიკანტობის გზით:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა კარგად;
** ხალხზე ორიენტირებული პიროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობისა და კორექტულობის გრძნობა;
** გუნდში ნაყოფიერად მუშაობის უნარი და სურვილი;
** აქტიური და ყურადღებიანი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა ქართულ ან ინგლისურ ენაზე. "ვაკანტური პოზიციის დასახელება/ფილიალი"-ს ველში აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვაკანტური პოზიცია.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 26 იანვარი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru