www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე
მომწოდებელი: სილქნეტი
თანდართული ფაილი: silknet-tender-constr.zip
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 24 იანვარი

სს "სილქნეტი" გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მომსახურება.

გთხოვთ, იხილოთ დანართი #1-ის სახით წარმოდგენილი ობიექტების ჩამონათვალი.

მიღებული შემოთავაზებებიდან შეირჩევა საუკეთესო და ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან გაფორმდება ერთ წლიანი ჩარჩო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც კონტრაქტორი განახორციელებს მცირე და დიდ მასშტაბიან სარემონტო სამუშაოებს კომპანიის მიმდინარე პროექტების ფარგლებში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მოცემულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, 2017 წლის 24 იანვრის ჩათვლით, ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

ტენდერის # 01/17.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება 2017 წლის 24 იანვრის ჩათვლით.
განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში, 10 საათიდან 18 საათამდე.

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები:

1. უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
2. წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3. კომპანიის კლიენტების სია და სარეკომენდაციო წერილები (მინიმუმ 3 კომპანიის);
4. შემოთავაზება წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ამობეჭდილი, ასევე ელექტრონულად, CD დისკზე.

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები/ფორმები წარმოდგენილი უნდა იყოს:

** დალუქულ კონვერტში;
** კონვერტზე აღნიშნული უნდა იყოს ტენდერის ნომერი (01/17) და საკონტაქტო ინფორმაცია;
** შემოთავაზება დამოწმებული უნდა იქნეს უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და კომპანიის ბეჭდით.

ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
2. ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება;
3. ცნობა შემოსავლების სამსახურიდან, ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ;
4. ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა;
5. ცნობა მომსახურე ბანკიდან, ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ.

რეკვიზიტები:

ტენდერის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ერთეული: სატენდერო კომისია
საკონტაქტო პირი: თამარ ფაცურია
ტელეფონი: +995 322 100 000 (1400)
მობ: 570 702631
ფაქსი: + 995 322 942 225
ელფოსტა: tenders@silknet.com
მისამართი: ქ. თბილისი, წინამძღვრიშვილის 95

მოთხოვნა: წარმოდგენილი ფასები უნდა იქნეს მითითებული ეროვნულ ვალუტაში, დღგ-ს ჩათვლით.

სს "სილქნეტი" გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით.

წარმოდგენილი შემოთავაზება უნდა მოქმედებდეს 2017 წლის ბოლომდე და არ ექვემდებარებოდეს ცვლილებას.

სს "სილქნეტის" მიერ გამოცხადებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ჩვენს ვებ-გვერდზე: http://www.silknet.com/index.php?lang=ka&mid=93&s=tender



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru