www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგრანტო კონკურსი
მომწოდებელი: საქართველოს სოც. მუშაკთა ასოციაცია
თანდართული ფაილი: gasw-tender.zip
გამოქვეყნდა: 19 თებერვალი / განცხადების ვადა: 31 მარტი

სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებისთვის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში.

განცხადება ქვე-გრანტების პროგრამის შესახებ:

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით, აცხადებს განაცხადების მიღებას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობებისა და როლის გასაძლიერებად საქართველოში ადგილობრივი სოციალური სექტორის განვითარებაში.

მოხარულნი ვართ, მოვიწვიოთ საქართველოში მოღვაწე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ან ძირითად საქმიანობას ეწევიან რეგიონებში დედაქალაქს გარეთ, განაცხადების შემოსატანად ქვე-გრანტზე მიზნობრივი ქვე-გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული რეგიონული პროექტის "სოციალური მუშაკები სოციალური ცვლილებისთვის აღმოსავლეთ სამეზობლოს ქვეყნებში" ნაწილია.

პროექტი ხორციელდება საერთაშორისო ორგანიზაციის "ჰილფსვერკ ავსტრია" მიერ ოთხ ადგილობრივ პარტნიორთან თანამშრომლობით, რომლებიცაა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, სომხეთის სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, აზერბაიჯანის სოციალური მუშაობის საზოგადოებრივი კავშირი და მოლდოვის რესპუბლიკის ექთნების ასოციაცია. პროექტის მიზანია, წვლილი შეიტანოს მოწყვლადი ჯგუფების, მათ შორის, რისკის ქვეშ მყოფი ოჯახებისა და ბავშვების სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში სომხეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და მოლდოვაში სოციალური მუშაობის ცნებისა და სოციალური მუშაობის მომსახურებებისადმი ხელმისაწვდომობის განვითარებისა და გაძლიერების მეშვეობით პროექტში ჩართულ ოთხ ქვეყანაში.

განაცხადების შემოტანაზე მოწვევის ძირითადი მიზანია ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ, ჩაერთონ სოციალურ რეფორმებში და წვლილი შეიტანონ სოციალური დაცვისა და ოჯახის შენარჩუნების პრაქტიკის გაძლიერებაში. ეს გულისხმობს ევროპის სამეზობლო რეგიონში ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლის გაძლიერებას მიმდინარე რეფორმების, განსაკუთრებით კი ოჯახის გაძლიერების კომპონენტის მხარდასაჭერად სოციალური მუშაობის პრაქტიკის, თემის მონაწილეობის გაზრდისა და სააგენტოთაშორისი, სისტემათაშორისი და დისციპლინათაშორისი პარტნიორობის მეშვეობით.

მითითებები განაცხადის შემოსატანად, ასევე, სააპლიკაციო ფორმები ყველა დანართისა და დეტალის ჩათვლით პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებისა და განაცხადების ჩაბარების პროცედურის შესახებ შეგიძლიათ, იხილოთ შემდეგ ვებგვერდზე: http://www.gasw.org Funded by the European Union

კითხვების, კონსულტაციისა და ინფორმაციის დაზუსტების საჭიროების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ. ფოსტაზე keti.g@gasw.org ან დაგვირეკოთ ნომერზე +995 32 239 00 71 ან +995593518005. http://www.gasw.org

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 31 მარტი, 2017 წელი, 18:00 სთ. თბილისის დროით.

გთხოვთ ჩამოტვირთოთ მიმაგრებული ფაილი, რომელიც შეიცავს: საგრანტო განაცხადის ფორმას, მითითებებს განაცხადის შევსებისთვის, ბიუჯეტის ფორმას და ინფორმაციას განაცხადის შესახებ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru