www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ჯიპისი
გამოქვეყნდა: 20 თებერვალი / განცხადების ვადა: 19 აპრილი

სს "ჯიპისი" წარმოადგენს ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობ ერთ-ერთ ლიდერ ფარმაცევტულ კომპანიას საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით.

"ჯიპისი" გამოირჩევა როგორც ინოვატორი და სტანდარტების დამამკვიდრებელი ბრენდი. იგი ორიენტირებულია განახორციელოს ისეთი პროექტები, რომელთა მიზანია საზოგადოების ჩართვა ჯანმრთელობაზე ზრუნვის პროცესში და მრავალფეროვანი საშუალებებით ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა. "ჯიპისი" ცდილობს სრულად უზრუნველყოს თვისი მომხმარებლის მოთხოვნები, ამიტომაც, იგი არ შემოიფარგლება მხოლოდ სამკურნალო საშუალებების დისტრიბუციით და ყოველდღიურად აფართოვებს თავისი საქმიანობის არეალს.

ამჟამად "ჯიპისი" აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის თანამდებობაზე.

სამუშო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

მოვალეობები:

** აფთიაქის დარბაზში პარაფარმაციის, ბავშვთა კვების, ბავშვთა მოვლის საშუალებების, სამკურნალო კოსმეტიკის განყოფილების რეალიზაციაზე ზრუნვა;
** მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;
** სალაროსთან მუშაობა და რეალიზებული პროდუქციის პროგრამული გატარება;
** დარბაზის თაროებზე პროდუქციის განლაგებასა და ესთეტიურ იერ-სახეზე ზრუნვა;
** დაქვემდებარებაში მყოფი მერჩენდაიზერის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესრულებული საქმის მონიტორინგი;
** პროდუქციის თაროების იერსახესა და სისუფთავეზე ზრუნვა;

მოთხოვნები:

** ასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასიამოვნო გარეგნობა;
** გამართული და დამაჯერებელი მეტყველების უნარი;
** კლიენტზე ორიენტირებულობა, თავაზიანობა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** აქტიურობა, სისხარტე;
** ორგანიზებულობა;
** აკურატულობა;

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში და განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV და ფოტოსურათი) შემდეგ მისამართზე: hr@gpc.ge არაუგვიანეს 19 აპრილისა. შესაბამის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - "Consultant", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru