www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საგადასახადო კოდექსის სრული კურსი
მომწოდებელი: Papiashvili Consulting Group
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / განცხადების ვადა: 24 მარტი

აუდიტორული კომპანია "პაპიაშვილი კონსალტინგ ჯგუფი", Kreston International-ის წევრი, გიწვევთ საგადასახადო კოდექსის სრულ კურსიზე -თეორიული და პრაქტიკული ნაწილი.

საგადასახადო კოდექსის სრული კურსი (თეორიული და პრაქტიკული ნაწილი) - ტრენერი დავით პაპიაშვილი.

ტრეინინგს უძღვება სხვადასხვა სასწავლო ცენტრების (ACCA-ს, ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, შსს აკადემიის და სხვა სპეციალიზებული სასწავლებლების) ლექტორი საგადასახადო კანონმდებლობაში, დამოუკიდებელი აუდიტორი, დავით პაპიაშვილი.

საგადასახადო კოდექსის სრული კურსი (თეორიული და პრაქტიკული ნაწილი).

სასწავლო კურსის მიზანია, პრაქტიკოს ბუღალტერებს, აუდიტორებს, ფინანსურ მენეჯერებს, სხვადასხვა რგოლის მენეჯერებსა და ასევე სხვა დაინტერესებულ პირებს სრულყოფილი წარმოდგენა შეუქმნას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაზე. კურსის მიზანია მსმენელებმა გამოიმუშაონ ზემოაღნიშნულ სფეროში მუშაობასთან დაკავშირებული პრაქტიკული უნარჩვევები და მოცემული უნარები გამოიყენონ ყოველდღიური გადაწყვეტილებების მიღების ეტაპზე.

სასწავლო კურსის დროს განხილული იქნება:

** მოქმედი საგადასახადო კოდექსის დებულებები (ზოგადი და გადასახადების ნაწილი) ასევე საგადასახადო კანონმდებლობასთნ დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები (ინსტრუქციები). კანონმდებლობის თვითოეული ნორმის განხილვისას გარჩეული იქნება ამა თუ იმ ნორმის პრაქტიკული მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული კონკრეტული ქეისები.
** თითოეული გადასახდის განხილვის დასრულების შემდგომ პრაქტიკული ამოცანების მაგალითზე განხილული იქნება კონკრეტული გადასახადის საგადასახადო დეკლარაციის შევსების წესი, მათ შორის 5 მილიონ ლარზე მეტი ბრუნვის/ხაჯების მქონე გადასახადის გადამხდელთათვის სავალდებულო ახალი ფორმის მოგების
** გადასახდის დეკლარაცია. მოცემეული პრაქტიკული მეცადინეობის დროს განხილული იქნება დეკლარციის თითოეული ველის (უჯრის) პრაქტიკული მნიშვნელობა.
** განხილული იქნება სხვადასხვა სახის პრაქტიკული ამოცანები, ჩვენი აუდიტორების პრაქტიკაში არსებული სხვასასხვა სახის ქეისები, საგადასახადო კანონმდებლობაში არსებულ ბუნდოვან ჩანაწერებთან დაკავშირებული პრაქტიკული მიდგომები, რომლებიც გადასახადის გადამხდელთათვის არსებითი საგადასახადო რისკის მატარებელია. სასწავლო კურსის მსვლელობისას, მსმენელებს შესაძლებლობა ექნებათ, კონსულტაციები მიიღონ პრაქტიკოსი აუდიტორი - დავით პაპიაშვილისაგან, მათთვის საინტერესო საკითხებზე. ასავე განხილული იქნება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის პრაქტიკაში არსებული მიდგომები (მ.შ. ე.წ. მენუალები).
** გაანალიზებული იქნება საგადასახადო კოდექსში ბოლო პერიოდში შესული (ასევე მოსალოდნელი, საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული) ცვლილებები და მათი პრაქტიკული შედეგები.

სასწავლო კურსის თემატიკა:

** ზოგადი დებულებანი (მუხლი 1-19)
** გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო აგენტი, საწარმო, ორგანიზაცია, ფიზიკური პირი (მუხლი 20-44)
** გადასახადის გადამხდელისათვის ინფორმაციის მიწოდება და საქართველოს საგადასახადო ორგანოების სისტემა (მუხლი 45-52)
** საგადასახადო ვალდებულება (მუხლი 53-78)
** საშემოსავლო და მოგების გადასახადები (მუხლი 79-155)
** დამატებული ღირებულების გადასახადი (მუხლი 156-181)
** აქციზი (მუხლი 182-194)
** იმპორტის გადასახადი (მუხლი 195-199)
** ადგილობრივი გადასახადი (მუხლი 200-206)
** საგადასახადო კონტროლი (მუხლი 255-268)
** საგადასახადო სამართალდარღვევა და პასუხისმგებლობა, საგადასახადო დავა და შეთანხმება (მუხლი 269-308)
** გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი (მუხლი 309-310)
** საქართველოს ფინანსთა მინისტრის №996, 994 (საჭიროებიდან გამომდინარე), სხვა ბრძანებებისა და მეთოდური მითითებების მიმოხილვა.

დამატებითი პირობები:

ტრეინინგის მონაწილეების უზრუნველყოფილი იქნებიან საჭირო სასწავლო მასალებით (საქართველოს საგადასახადო კოდექსის ბეჭდური ვერსიითა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტებისა და ინსტრუქციების ელ. ვერსიებით).

კურსის დასრულების შემდეგ წარმატებულ მსმენელებს გადაეცემათ ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერთიფიკატი, დავით პაპიაშვილის ხელმოწერით.

ტრეინინგის ხანგრძლოვობაა 52 საათი
ტრეინინგის ღირებულებაა 472 ლარი დღგ-ს ჩათვლით
თანხის გადახდა შესაძლებელია ფიზიკური პირებისთვის ორ ეტაპად: სწავლების დაწყებამდე - ღირებულების 50%-ის ოდენობით ხოლო სწავლების დაწყებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ -ღირებულების 50%-ის ოდენობით.

სასწავლო კურსის მსვლელობისას გათვალისწინებულია ყავის შესვენება ე.წ. "coffee break"
მეცადინეობების დღეები: ოთხშაბათი -პარასკევი 19:00 საათი.

თანხის გადახდა წარმოებს წინასწარ რეგისტრაციის გავლისას!

საბანკო რეკვიზიტები:
ს.ს."თი ბი სი ბანკი"
ა.ა. GE77TB1198136020100005
სვიფტი: TBCBGE22

რეგისტრაციიისთვის მიჰყევით ბმულს: https://docs.google.com/forms/d/1dMTXjO2QSyOYpMAhWQMHGNqV8cKXFpHRUUNlAMbwGZA/edit?usp=drive_web

"პაპიაშვილი კონსალტინგ ჯგუფი" გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru