www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ამბოლი
თანდართული ფაილი: amboli-app-form.zip
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / განცხადების ვადა: 24 მარტი

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას საავტომობილო ზეთების და ავტონაწილების დისტრიბუტორის თანამდებობაზე.

ყურადღება: განიხილება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა ფოტოსურათით!

ძირითადი მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი
** ასაკი: 20-35 წ.
** სასურველია საკუთარი ავტომანქანა, რომელიც გამოდგება დისტრიბუციის განსახორციელებლად.
** ქართული ენის ცოდნა სრულყოფილად, ხოლო რუსულის კარგად ცოდნა.
** სტანდარტული საოფისე პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ძალიან ენერგიული და კომუნიკაბელური.
** უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობით.
** პუნქტუალური და მოწესრიგებული, უაღრესად დისციპლინირებული.
** შეთავაზებისა და კლიენტის დარწმუნების განსაკუთრებით ძლიერი უნარი,
** აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბებისა და კარგად გადმოცემის უნარი.
** ყურადღებით მოსმენის უნარი.
** მკაფიო და გამართული მეტყველების უნარი.
** სიახლეების ადვილად ათვისების უნარი.
** ექსტრემალურ სიტუაციებში რაციონალური გადაწყვეტილების მიღების უნარი.
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.
** ლოგიკურად აზროვნების და მოქმედების უნარი, გაწონასწორებული და მშვიდი.

მოვალეობები:

** საავტომობილო ზეთების და ავტონაწილების დისტრიბუცია.
** პოტენციური კლიენტების მოძიება, მათთვის ჩვენი პროდუქტების შეთავაზება და მათი დარწმუნება ჩვენთან თანამშრომლობისა და ჩვენი პროდუქტების უპირატესობაში.
** არსებული კლიენტების საუკეთესოდ მომსახურება, მათი შენარჩუნება და ერთგულ კლიენტებად და მეგობრებად ქცევა.
** მაქსიმალური ძალისხმევა გაყიდვების მუდმივი ზრდის ხელშეწყობისთვის.
** პროდუქტის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა.

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: კვირაში 6 დღე.
** კარგი ანაზღაურება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 24 მარტი, 2017 წ.

მსურველებს გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი პოზიცია წერილის სათაურში და შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან (იხილეთ დანართი) ერთად გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის შემდეგ მისამართზე: distributor@motorstar.ge

ყურადღება: განიხილება მხოლოდ სრულყოფილად შევსებული სააპლიკაციო ფორმა ფოტოსურათით!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru