www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სასერტიფიკატო პროგრამა ფინანსების მართვაში
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 24 თებერვალი / განცხადების ვადა: 24 აპრილი

კავკასიის ბიზნესის სკოლა (CSB) და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი (CU Training Center) გთავაზობთ სასერტიფიკატო პროგრამას ფინანსების მართვაში.

კურსის მიზანია მსმენელს გაუღრმავოს ცოდნა კორპორატიული ფინანსების სფეროში, კერძოდ, კომპანიათა ფინანსური მონაცემების დამუშავების, ანალიზის და სხვადასხვა შეფასებითი ინსტრუმენტების საშუალებით კომპანიათა ღირებულების დადგენის მეთოდების ცოდნა. კურსი მსმენელს გამოუმუშავებს პრაქტიკულ უნარებს, რათა მან შექმნას ფინანსური მოდელები, რაც ხელს შეუწყობს მას უფრო კომპლექსურად გაიაზროს აქციონერთა კაპიტალის ღირებულების ზრდის სტრატეგიები.

კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს ეცოდინება კაპიტალის ბაზრის მექანიზმის, გრძელვადიანი დაფინანსების საკითხების და კომპანიის ღირებულებაზე მათი გავლენის, ფინანსური უწყისების დეტალური ანალიზის მეთოდები, კაპიტალის ბიუჯეტირების პრინციპების სიღრმისეული, სრულყოფილი და არასრულყოფილი კაპიტალურ ბაზრების პირობებში კორპორაციათა ფინანსების მართვის პრინციპები.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს კავკასიის ბიზნესის სკოლის (CSB) და კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის (CUTC) ერთობლივ სერტიფიკატს "CP in Finance (Certified Professional in Finance)."

თემატიკა:

** ფულის ღირებულება დროში, საპროცენტო განაკვეთი, სესხები;
** კომპანიის და ზოგადად აქტივების შეფასების გზები;
** ფინანსური უწყისების სტრუქტურა და მათი ანალიზი;
** კაპიტალის ღირებულების დამოკიდებულება დაფინანსების სახეებზე;
** ფინანსური კოეფიციენტების ანალიზი;
** რისკები და სარგებელი;
** მოკლევადიანი აქტივების მართვა;
** კაპიტალური პროექტების შეფასება სხვადასხვა ფინანსურ იარაღების გამოყენებით;

ტრენერი - ვატო ბერიშვილი

ტრენინგის განრიგი:

დაწყების თარიღი: 25 აპრილი
ხანგრძლივობა: 4 კვირა
ჩატარების დრო: 19:00 - 22:00 (საათი)

ტრენინგის ღირებულება: 490 ლარი

გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია

საფასურის გადახდა უნდა მოხდეს ტრენინგის დაწყებამდე მაქსიმუმ 3კალენდარული დღით ადრე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

მერი ხვიჩია
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 577 33 37 05
ტელ.: 2377777
e-mail.: mkhvichia@cu.edu.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru