www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი - მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია
მომწოდებელი: სამართლებრივი უზრუნველყოფის ცენტრი
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / განცხადების ვადა: 27 მარტი

ტრენინგი თემაზე: "მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლები".

ტრენინგის შესახებ:

საზოგადოებისთვის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და პრობლემატური საკითხია. ამიტომ, ამ მიმართულებით დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, რამდენიმე საკანონმდებლო რეფორმა განხორციელდა და დღესაც მიმდინარეობს სახელმწიფო პროექტი.

ტრენინგის მიზანია დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია განხორცილებული და მიმდინარე მიწის რეფორმის შესახებ, ასევე გააცნოს მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლები და პროცედურები. გარდა ამისა, მიაწოდო საინფორმაციო სასამართლო პრაქტიკისა და სიახლეების თაობაზე.

თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, ა(ა)იპ "სამართლებრივი უზრუნველყოფის ცენტრი", "ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში, გთავაზობთ მორიგ ტრენინგს თემაზე: "მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლები". ტრენინგი იმართება ა(ა)იპ "სამართლებრივი უზრუნველყოფის ცენტრის" ორგანიზებითა და თანადაფინანსებით.

ტრენინგის მიზნობრივი აუდიტორია: იურისტები, ადვოკატები, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები და საკითხით დაინტერესებული სხვა პირები.

ტრენინგის თემატიკა:

** მიწა, როგორც უფლების რეგისტრაციის ობიექტი;
** მიწის პირველი რეფორმა საქართველოში (1992 - 1999);
** მიწაზე საკუთრების უფლების მარეგისტრირებელი ორგანო;
** მიწის 2012 წლის რეფორმა საქართველოში;
** მიწაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია;
** მიწაზე საკუთრების უფლების დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტები (მიღება-ჩაბარების აქტი, მებაღის წიგნაკი, საგადასახადო სია, საარქივო ცნობა და სხვ.);
** მიწაზე საკუთრების უფლების ცვლილების რეგისტრაცია;
** მიწაზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია (2016 წლის რეფორმა);
** მიწაზე საკუთრების უფლების სისტემური რეგისტრაცია (2016 წლის რეფორმა);
** ზედდება (მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების გადაფარვა);
** მედიაცია, როგორც მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული დავის მოგვარების ალტერნატივა.
** კურსის ხანგრძლივობა: 1 (ერთი) დღე.

ტრენინგი გაიმართება:

2017 წლის 4 მარტს - 13:00 საათიდან 18:00 საათამდე.
და
2017 წლის 5 მარტს - 13:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ტრენინგზე რეგისტრაციის დროს, შენიშვნაში, გთხოვთ, მიუთითოთ ტრენინგზე დასწრების სასურველი თარიღი.
ტრენინგის ღირებულება - 20 ლარი.

ტრენინგის ღირებულების საფასურის გადახდა უნდა მოხდეს, ტრენინგის დაწყებამდე 2 კალენდარული დღით ადრე.ტრენინგის დასრულების შემდეგ გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

ჩაწერა მიმდინარეობს ტრენინგზე წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე:

რეგისტრაციის ლინკი: (https://goo.gl/forms/nJQXhLZtxnuSksle2).

რეგისტრაციის ბოლო დღე: 02.03.2017

საკონტაქტო ინფორმაცია:

ა(ა)იპ "სამართლებრივი უზრუნველყოფის ცენტრი"
მის.: ქ. თბილისი, 26 მაისის მოედანი #2
ტელ.: 555 704 504; 555 704 904



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru