www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროექტების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Jobsstaff
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / განცხადების ვადა: 24 მარტი

ინოვაციური კომპანია Jobsstaff აცხადებს ვაკანსიას პროექტების ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

ჩვენი კომპანია სპეციალიზირებულია ინოვაციური გადაწყვეტების შემუშავებასა და დანერგვაზე სხვადასხვა კომპანიის საქმიანობის ეფექტურობის ამაღლებისათვის. ჩვენ ვხედავთ ადამიანების გლობალურ პოტენციალს, რომლებიც მზად არიან გადაწყვეტილებების მიღებისას იფიქრონ თავისუფლად და ინოვაციურად - კომპლექსური სიტუაციებისათვის შექმნან მიდგომები. ეს ღირებული იდეა საკუთარი საქმიანობის საფუძვლად ვაქციეთ.

პროექტების ხელმძღვანელის ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება: შეხვედრების დანიშვნა და პრეზენტაციების ჩატარება;
** ორგანიზაციებში ეფექტიანობის სტანდარტების დანერგვა: ორგანიზაციების ანალიზი, კონსულტირება და ადამიანური რესურსების მართვის ტექნოლოგიის დანერგვა;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ხელმძღვანელობის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ძალიან კარგად ფლობა;
** ასაკი 26-55 წელი;

ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: vachoru@yandex.ru და სათაურის ველში მიუთითეთ "პროექტების ხელმძღვანელი".

კანდიდატების შერჩევა მოხდება რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების საფუძველზე. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.

გისურვებთ წარმატებებს და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომლებს გელოდებით ჩვენს გუნდში!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru