www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რისკების ანალიტიკოსი
მომწოდებელი: 1click.ge
გამოქვეყნდა: 27 თებერვალი / განცხადების ვადა: 24 მარტი

finTech სტარტაპი, კომპანია "1click.ge" (მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს "ფინპორტი") თანამშრომლობისთვის იწვევს ენერგიულ, პოზიტიურ, განვითარებაზე ორიენტირებულ პროფესიონალებს, რომლებიც კომპანიის ფუნქციონირების საწყისი ეტაპებიდანვე შეუერთდებიან გუნდს და განვითარდებიან მასთან ერთად.

1click.ge აცხადებს ვაკანსიას რისკების ანალიტიკოსის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე http://www.1click.ge

** საკრედიტო რისკების მართვა პორტფელის და პროდუქტის დონეზე
** რისკების მართვის მოდელების და ბიზნეს პროცესების შემუშავებაში ჩართულობა;
** პორტფელის მონაცემთა ბაზების დამუშავება, სტატისტიკური ანალიზი და რეპორტინგის წარმოება;
** რისკ-პარამეტრების ანალიზი და რეკომენდაციების გაწევა პორტფელის რისკების სამართავად;

განათლება, სამუშაო გამოცდილება და პროფესიული უნარები:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების, სტატისტიკის ან მათემატიკის მიმართულებით;
** საბანკო სექტორში (ფინანსურ ორგანიზაციაში) მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო რისკების შეფასების/დაკრედიტების მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების (ძირითადად MS Excel) ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა; ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნების უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.

სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე hr@1click.ge 2017 წლის 24 მარტამდე. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს "ფინპორტისთვის" ხელმისაწვდომი გახდება აღნიშნულ ვაკანსიაზე განხილვისას, რაც მოიცავს თქვენს მიერ გამოგზავნილ CV-ს, თანდართულ დოკუმენტაციას, სამოტივაციო წერილს, თუმცა არ შემოიფარგლება თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დაცულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები პოტენციური დამსაქმებლის მხრიდან შესაძლოა დამუშავდეს შრომით-სამართლებრივი მიზნებისათვის როგორც შრომითი ურთიერთობის დამყარებამდე პერიოდში, ასევე ასეთი ურთიერთობის დასრულებიდან კანონით განსაზღვრული ვადით.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს "ფინპორტისთვის" რომელიმე ზემოაღნიშნული დოკუმენტის გაგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანხმობას გამოხატავთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ნებისმიერი საშუალებით შეგროვდეს, შენახულ იქნეს და დამუშავდეს შრომით-სამართლებრივი მიზნებისათვის.

მადლობას გიხდით კომპანია "ფინპორტის" ვაკანსიით დაინტერესებისათვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru