www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: არასაბანკო ზედამხედველობის წამყვანი სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული ბანკი
გამოქვეყნდა: 28 თებერვალი / განცხადების ვადა: 27 მარტი

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ვაკანსიას არასაბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საკრედიტო კავშირების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების ზედამხედველობის განყოფილება 1-ლი თანრიგის წამყვანი სპეციალისტის თანამდებობაზე.

არასაბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის ამოცანაა: მოქმედი კანონმდებლობის და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად, განახორციელოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საკრედიტო კავშირების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების ზედამხედველობა.

სამუშაოს სპეციფიკა: პოზიცია მოიცავს დინამიურ და მრავალმხრივ სამუშაოს საინტერესო და ძლიერი პროფესიონალების გუნდში, რაც საშუალებას აძლევს დასაქმებულს სრულად წარმოაჩინოს და განავითაროს თავისი შესაძლებლობები, მათ შორის შიდა და ორგანიზაციის გარეთ ტრენინგების მეშვეობით.

მოვალეობები:

** საზედამხედველო სუბიექტების რეგისტრაციასთან/ლიცენზირებასთან დაკავშირებული დოკუმენტების განხილვა, დამატებითი ინფორმაციის მოძიება, შესაბამისი დასკვნების მომზადება და წარდგენა;
** საზედამხედველო სუბიექტების საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან და ნორმატიულ ბაზასთან შესაბამისობის დადგენა;
** ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების ადგილზე შემოწმება. შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული ღონისძიებების შესრულების კონტროლი;
** წარმოდგენილ მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
** აუდირებული ანგარიშგებების განხილვა და მაჩვენებლების შედარება სებ-ში წარმოდგენილ საანგარიშგებო მონაცემებთან;
** ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების საქმიანობაზე დისტანციური ზედამხედველობის განხორციელება;
** საზედამხედველო სუბიექტების მიმართ დაწესებული მოთხოვნების შესრულების შემდგომი მონიტორინგი;
** ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების ფინანსური ანგარიშგების ანალიზი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სასურველია ეკონომიკის დარგში;
** სასურველია კანდიდატს ჩაბარებული ჰქონდეს საკვალიფიკაციო გამოცდები - ACCA; CFA;
** საფინანსო სექტორში მუშაობის ორწლიანი გამოცდილება;
** საზედამხედველო სუბიექტებთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და კეთილსინდისიერება;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი,
** მიზანდასახულობა,
** თვითგანვითარების სურვილი,
** სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი,
** შეზღუდული ინფორმაციის პირობებში გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.

თანამდებობრივი სარგო: 3420 ლარი

ტესტირების თემატიკა:

** ფინანსური უწყისების ანალიზი;
** კოეფიციენტების ანალიზი და რისკების შეფასება;
** არასაბანკო საფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ძირითადი პრინციპები;

კონკურსის ფორმა:

კონკურსი ჩატარდება ტესტირებისა და ინტერვიუს სახით.

მსურველებს გთხოვთ, აპლიკაცია გამოაგზავნოთ მითითებული ბმულის მეშვეობით: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/41890

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru