www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტურისტული გიდი
მომწოდებელი: Citysightseeing Tbilisi
გამოქვეყნდა: 28 თებერვალი / განცხადების ვადა: 28 მარტი

"სითისაითსიინგ თბილისი" (http://www.cstbilisi.com) მსოფლიო ბრენდის, "ვორლდვაიდ სითისაითსიინგ" (www.city-sightseeing.com) კომპანიის პარტნიორია. ჩვენ შემოგვაქვს უახლესი ევროპული სტანდარტები კავკასიის რეგიონის ტურისტულ ინდუსტრიაში. ჩვენი ახალგაზრდა პროფესიონალების გუნდი აქტიურად მუშაობს საქართველოში შემომავალი ტურიზმის განვითარებაზე. თუ თქვენც ჩვენსავით გიტაცებთ თბილისი და მისი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ჩვენი კომპანია თქვენთვისაა, შემოგვიერთდით!

ამჟამად ჩვენ ვეძებთ ტურისტულ გიდს სრულ განაკვეთზე, რომლის ძირითადი ფუნქცია საქართველოს სხვადასხვა ტურისტული მიმართულებით, ტურების გაძღოლა იქნება.

სამუშაო მოვალეობები:

როგორც რეგიონალური ტურების გუნდის წევრი, თქვენს მოვალეობებში შევა:

** ტურისტების მისალმება, მგზავრობის წესების ახსნა, გამაგრილებელი სასმელების დარიგება, მგზავრების კითხვებზე პასუხების გაცემა და მათთვის გამოსადეგი ადგილობრივი რჩევების მიწოდება
** სტანდარტული მარშრუტის ტურების ჩატარება და ტურისტებისთვის ტურში შემავალი ღირსშესანიშნაობების შესახებ ვრცელი ინფორმაციის მიწოდება ინგლისურ და რუსულ ენებზე
** დამატებითი ტურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და მათი უპირატესობების ახსნა
** ტურისტების კონტროლი და დროული ორგანიზება ტურების გეგმის მიხედვით ეფექტურად ჩასატარებლად
** მგზავრების უსაფრთხოების და კომფორტის უზრუნველყოფა
** ტურების ეფექტური დაგეგმვის და შესრულების უზრუნველსაყოფად, ტურ ოპერატორთან და მძღოლთან ახლო თანამშრომლობა
** სტანდარტული მარშრუტების პროგრამის და მასალის შედგენა-მოძიება კომპანიის გუნდთან ერთად

სასურველი ცოდნა და უნარ-ჩვევები:

** ტურისტულ გიდად მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების ფლობა სრულყოფილ სალაპარაკო დონეზე
** ენთუზიაზმი და ინტერესი ტურისტულ სფეროში
** ენერგიული და ფიზიკურად ფორმაში
** აკურატული და სუფთა
** ორგანიზებული და პასუხისმგებლობანი
** დადებითი მიდგომა, სასიამოვნო და მომღიმარი
** კომპანიის სტანდარტების გაზიარება

პოზიციის ატრიბუტები:

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: ფიქსირებული + საკომისიო მოზიდული ტურებიდან
ადგილმდებარეობა: თბილისი + მოგზაურობა რეგიონებში

აპლიკაციის ინსტრუქციები:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე evgenia@citysightseeing.com.ge და მიუთითოთ პოზიციის სახელი. ჩვენ სისტემატურად განვიხილავთ აპლიკაციებს, ამიტომ გირჩევთ არ დააყოვნოთ თქვენი აპლიკაცია.

მხოლოდ შერჩეული კანდიდატურები განიხილება. გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru