www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: ელიტა ბურჯი
გამოქვეყნდა: 1 მარტი / განცხადების ვადა: 28 მარტი

სამშენებლო კომპანია შპს "ელიტა ბურჯი" აცხადებს ვაკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (09-დან 18 -საათამდე)
სამსახურის მდებარეობა: თბილისი, შესაძლოა მივლინებები საქართველოს რეგიონებში.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
ხელფასი: დამსაქმებლის მიერ ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
ასაკი : 25 დან 50 წლამდე;

სამუშაოს აღწერილობა:

** უზრუნველყოს სამშენებლო ობიექტზე მის დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის სამუშაოს ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
** უზრუნველყოს გეგმიური დავალებების მაღალხარისხიანი და დაგეგმილ ვადებში შესრულება საპროექტო დოკუმენტაციის მოთხოვნების შესაბამისად.
** აღრიცხოს ნამუშევარი დრო და შეადგინოს მისდამი დაქვემდებარებული თანამშრომლების ტაბელი
** საჭირო ხელსაწყოებისა და მასალების პასუხისმგებლობა
** დაიცვას შრომის უსაფრთხოების და ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟი.
** ადგენდეს და ერკვეოდეს სამეურნეო-საფინანსო დოკუმენტაციებში ("ნარიადები" და ა.შ)

მოთხოვნები:

** უმაღლესი ინჟინერის ან საშუალო ტექნიკური განათლება
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ფლობდეს საწარმოო-სამეურნეო საქმიანობის მეთოდებს
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დატვირთული რეჟიმში მუშაობის უნარი
** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პერსონალის მართვის უნარი
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვა
** კომუნიკაბელურობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ქართულ ენაზე (CV) ელექტრონულ მისამართზე: HRT@elitaburji.com სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ "სამუშაოთა მწარმოებელი".

განცხადებების მიღების საბოლოო ვადაა: 28.03.2017 -მდე.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru