www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინჟინერ-ეკონომისტი
მომწოდებელი: კავკასუს როუდ პროჯექტი
გამოქვეყნდა: 1 მარტი / განცხადების ვადა: 28 მარტი

კომპანია "კავკასუს როუდ პროჯექტი" საქართველოში ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას წარმოადგენს გზების მშენებლობის სფეროში. იგი 2005 წელს დაარსდა და სულ რამდენიმე წლის მანძილზე დარგის ლიდერად გადაიქცა. კომპანია მაღალკვალიფიციურ და პროფესიონალ კადრებზე დაყრდნობით აგრძელებს ახალი ტექნოლოგიების და მიდგომების დანერგვას.

შპს "კავკასუს როუდ პროჯექტი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ეკონომისტის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სქესი: მამრობითი
** უმაღლესი განათლება: ინჟინერ-ეკონომისტის ან ბიზნეს ადმინისტრირების (მენეჯმენტის) მიმართულებით
** ენების ცოდნა: ინგლისური და რუსული ენები თავისუფლად
** სამუშაო გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office, MS Project);

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@crp.ge 2017 წლის 28 მარტის ჩათვლით. ისეთი სააპლიკაციო ფორმა, რომელიც არ აკმაყოფილებს ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს არ განიხილება. გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru