www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონფერენცია - ტურიზმის განვითარების პერსპექტივები
მომწოდებელი: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
გამოქვეყნდა: 1 მარტი / განცხადების ვადა: 1 აპრილი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2017 წლის 27 აპრილს ატარებს საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: "ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში და სტრატეგიული მიზნები".

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უცხოეთში და საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს. ასევე პროფესიულ სასწავლებლებსაც. ნაშრომი უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ტურიზმის სტრატეგიაში წარმოდგენილ რვა სტრატეგიული მიზნის შესრულებას:

** ტურიზმის სფეროში სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების გაზრდა;
** ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება ვიზიტების რაოდენობის, უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით;
** ეფექტიანი მარკეტინგისა და საინფორმაციო კამპანიის საშუალებით ვიზიტორების მოზიდვა მაღალგადახდისუნარიანი ბაზრებიდან; შიდა ტურიზმის სტიმულირება;
** კონკურენტუნარიანობის გაზრდა მსოფლიო დონის ტურისტული მომსახურების შეთავაზების გზით;
** ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის რესურსების გამოყენებით ტურიზმში უნიკალური ავთენტური გამოცდილების შექმნა;
** საქართველოს ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა, დაცვა და წარმოჩენა;
** მონაცემთა მოპოვებისა და ანალიზის, ასევე, სექტორის განვითარების შეფასების მასშტაბის გაფართოება და გაუმჯობესება;
** პარტნიორული ურთიერთობების დამყარება სახელმწიფოს, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.

მნიშვნელოვანი თარიღები:

** 15 მარტი- თეზისების წარმოდგენის ბოლო ვადა, მოცულობა 1-2 გვერდი
** 20 მარტი - თეზისების საფუძველზე შემდეგ ეტაპზე გადასული კანდიდატების განსაზღვრა და მათი ინფორმირება.
** 5 აპრილი - ნაშრომების მიღების ბოლო ვადა, მოცულობა 5-10 გვერდი
** 20 აპრილი - შერჩეული ნაშრომების ავტორების გამოვლენა
** 27 აპრილი - პრეზენტაციების და გამოგზავნილი ნაშრომების საფუძველზე გამარჯვებულების გამოვლენა.

თეზისები და საბოლოო ნაშრომები გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: tourismconference@gnta.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: http://www.gnta.ge/conference | http://www.facebook.com/gntaconference



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru