www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინტერნეტ მარკეტერი
მომწოდებელი: Green Cat
გამოქვეყნდა: 1 მარტი / განცხადების ვადა: 1 აპრილი

თუ შენ გაქვს სხარტი აზროვნება, ხარ კომპიუტერის ჭია, სამეგობროში ყველა გაყენებინებს Windows და თან "გსმენია" ციფრული მარკეტინგის შესახებ, მაშინ შენ გაქვს 4 "კი", რომ დაიწყო ჩვენთან მუშაობა ინტერნეტ მარკეტერის პოზიციაზე.

ციფრული მარკეტინგის სააგენტო "Green Cat" ლათინურად ნიშნავს მხიარულს, დაუღალავსა და ენერგიულს ..)) ვმუშაობთ ვებ პროგრამირების, გრაფიკული დიზაინის, ინტერნეტ მარკეტინგის, ივენთ მენეჯმენტის (აზრზე არ ვართ რატომ ივენთების განხრით) და არქიტექტურის (ესეც უცნაური) მიმართულებით.

გუნდის ახალი წევრისგან ვითხოვთ:

სეო ოპტიმიზაციის ცოდნას:

** სემანტიკური ბირთვის შედგენას;
** საძიებო სისტემების სტატისტიკასთან მუშაობას;
** სეო ლინკების ტექნოლოგიის ცოდნას;
** ვებ გვერდების ტექნიკურ ანალიზს;
** კონტენტის ოპტიმიზაციას / სეო ტექსტების შედგენას
** ვებ გვერდის სწორი ინდექსაციისთვის საჭირო სამუშაოების ჩატარებას (თეთრი ოპტიმიზაცია);
** მეტა ტეგებთან მუშაობას;
** ვებ გვერდის სტრუქტურის ოპტიმიზაციას (ნავიგაციის გაუმჯობესებას შიდა გვერდებს შორის);

Google და Yandex სისტემების პროდუქტების ცოდნას:

** Adwords, Direct - კონტექსტური რეკლამის გაშვებას / მონიტორინგს / ოპტიმიზაციას;
** Adsense და მსგავს სარეკლამო სივრცეებში რეკლამის გაშვებას / მონიტორინგს;
** Analitycs, Metrika - ანალიტიკის შეგროვებას / დამუშავებას / მონიტორინგს;

SMM და SMO მარკეტინგის ცოდნას:

** Facebook და Instagram (რაც ერთი და იგივეა) სარეკლამო კამპანიების დამზადება და გაშვება;
** მიმზიდველი კონტენტის განთავსება;
** ლიდოგენერაცია;
** გაზქურაზე ჩაიდნის დადგმასა და ყავის/ჩაის მოდუღებას (ამ მიმართულებით ჩატარდება ტრენინგები და პრაქტიკული სამუშაოები);

განათლება, ცოდნა და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის განხრით - არ გვჭირდება!
** ვიდეო ტრენინგები, ლექციები, ვორქ შოპები - მივესალმებით!
** წიგნები, ფორუმები, სტატიები, მარკეტინგული პორტალები - უკვე გვიყვარხართ!
** საკუთარი ბლოგი, კვლევები, სტატიები ან ვიდეო ლექციები - ვინ ხართ?

სამუშაო პირობები:

** არანორმირებული სამუშაო გრაფიკი (ყურადღება მიაქციეთ ამ პუნქტს! არავის უფლებებს არ ვარღვევთ და ხელკეტით არავინ მოგვყავს სამსახურში!);
** სასიამოვნო სამუშაო ატმოსფერო (კომფორტი აყვანილია თითქმის სახლის პირობებამდე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ხალათით და ქვედა საცვლით შეძლებთ სიარულს);
** საკუთარ სტარტაპებზე მუშაობის საშუალება;
** ანაზღაურება - დამოკიდებულია კანდიდატის ცოდნასა და უნარ-ჩვევებზე.

ციფრული მარკეტინგის სააგენტო Green Cat გისურვებთ წარმატებებს.

რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ-ფოსტაზე marketing@greencat.agency
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 322 61 39 92 ან 596 09 99 66
არ დაგავიწყდეთ ჩვენს ვებგვერდზე სტუმრობა http://www.greencat.agency



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru