www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 1 მარტი / განცხადების ვადა: 1 აპრილი

შპს "ბი-ემ-ესი" წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ სადისტრიბუციო კომპანიას. კომპანია არის ექსკლუზიური დისტრიბუტორი ცნობილი ევროპული ბრენდების. "ბი-ემ-ესი" ორიენტირებულია მაღალ ხარისხზე. კომპანია ცდილობს სრულად უზრუნველყოს თავისი მომხმარებლის მოთხოვნები.

ამჟამად "ბი-ემ-ესი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

** წლიური მარკეტინგული ბიუჯეტის, გეგმის და სტრატეგიის დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება
** მარკეტინგის მენეჯერთან ერთად მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა, იმპლემენტაცია, მონიტორინგი, რეპორტინგი და მიღებული შედეგების ანალიზი.
** მარკეტინგული პროექტების მართვა - დაგეგმარება, ბიუჯეტირება, განხორციელება და მონიტორინგი.
** ბაზრის მარკეტინგული კვლევის ინიცირება და პროცესის მონიტორინგი
** კონკურენტების მარკეტინგული აქტივობების მონიტორინგი, ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის საპასუხო ნაბიჯების შეთავაზება.
** ბაზრის ტრენდების ანალიზი და მათ საფუძველზე ხელმძღვანელობისათვის მოქმედების გეგმების შეთავაზება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ინიციატივებისა და ახალი იდეების შემუშავება/დანერგვის უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** გამართული ვერბალური და წერილობითი უნარ-ჩვევები;
** ინგლისური ენის ფლობა (სასურველია რუსული ენის ფლობა);
** კომპიუტერული პროგრამების (Outlook, Word, Excel, PowerPoint) ცოდნა;
** აქტიურობა, სისხარტე, ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი;
** გუნდურობა;

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები (CV და ფოტოსურათი) შემდეგ მისამართზე: t.kalandadze@bms.com.ge და გთხოვთ, შესაბამის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru