www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პერსონალის ადმინისტრირებისა და შერჩევის მენეჯერი
მომწოდებელი: სუფთა სამყარო
გამოქვეყნდა: 2 მარტი / განცხადების ვადა: 2 აპრილი

კომპანია "სუფთა სამყარო" მომხმარებელს თითქმის ათი წელია ემსახურება. ჩვენი კომპანია პროფესიონალურ სფეროში დასუფთავების მრავალფეროვანი მომსახურებებით გამოირჩევა. მომხმარებელს ვთავაზობთ როგორც ერთჯერად, ისე მუდმივ სერვისს არა მხოლოდ დასუფთავების, არამედ ტექნიკური მომსახურების სფეროშიც.

ვაკანსია - პერსონალის ადმინისტრირებისა და შერჩევის მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის მიმდინარე ადმინისტრაციული საკითხების გადაწყვეტა
** ხელმძღვანელთა მიერ გაცემული სამუშაო დავალებების გადანაწილება თანამშრომლებზე და შესრულების პროცესის კონტროლი
** დავალებების შესრულების შემაფერხებელი მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა
** შესრულებული დავალებების შესახებ ანგარიშის მომზადება და დავალების გამცემი პირისათვის წარდგენა
** ორგანიზაციაში თანამშრომელთა აყვანის საჭიროების განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება
** პერსონალის შერჩევის პროცესის დაგეგმვა და წარმართვა
** შერჩევა-დაქირავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება კანდიდატებისა და ყველა დაინტერესებული პირებისათვის
** შერჩევის პროცესების შესახებ ანგარიშების მომზადება და HR დირექტორისათვის წარდგენა
** პერსონალთან დაკავშირებული ცვლილებების მართვა და კონტროლი
** ხელმძღვანელ პირთა მიერ დაკისრებული სხვა ადმინისტრაციული ფუნქცია-მოვალეობების შესრულება

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების ან ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით
** მენეჯერულ პოზიციაზე ან ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint, Internet Explorer

სავალდებულო ცოდნა, უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პრობლემებზე დროული რეაგირებისა და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
** სამუშაოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი
** დიდი მოცულობის სამუშაოს პრიორიტეტებად დაყოფისა და დაგეგმვის უნარი
** დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი
** მართვისა და ხელმძღვანელობის უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე
** გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@cleanworld.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. კანდიდატები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს არ განიხილებიან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |

Рейтинг@Mail.ru